კიმ მინ ჯემ „ბაიერნთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

კიმ მინ ჯემ „ბაიერნთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

მიუნხენის „ბაიერნმა“ და „ნაპოლის“ ცენტრალურმა მცველმა, კიმ მინ ჯემ, პირად კონტრაქტზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა მიუნხენურ კლუბს კორეელის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდაღა რჩება - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

კიმი ხუთწლიან კონტრაქტზე დათანხმდა, შესაბამისად, ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება აქტიური. ჯეს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 50 მილიონი ევროა. როგორც კი „ბაიერნი“ ამ ვარიანტს გაააქტიურებს და იტალიურ კლუბს გადაუხდის, ტრანსფერი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.

გასულ სეზონში კორეელი მცველი „ნაპოლის“ ფენომენალური სეზონის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა. იტალიურმა კლუბმა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.