ალიევი-ფაშინიანის შესაძლო შეხვედრა თბილისში - „საქართველო კარგი მედიატორი იქნებოდა

ალიევი-ფაშინიანის შესაძლო შეხვედრა თბილისში - „საქართველო კარგი მედიატორი იქნებოდა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შესაძლოა ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით საქართველო, როგორც „ნეირალური და მიუკერძოებელი შუამავალი", დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.

საპასუხოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესთავაზა სომხეთს მოლაპარაკების თბილისში უმაღლეს დონეზე გამართვა, თუმცა ერევანმა უარი განაცხადა.

„ძალიან ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას. ჩვენი წინადადება იყო საქართველოში ლიდერთა შეხვედრის მოწყობა, რადგან საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო მეზობელი ქვეყნების შესახვედრი ადგილი, მაგრამ სომხეთი ამისთვის მზად არ არის. თუ სამი კავკასიური ქვეყანა გაერთიანდება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურების, საზღვრების დემილიტაციის სფეროში, მაშინ რეგიონი ბევრად უსაფტხო გახდება," - განაცხადა ალიევმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი თბილისში შეხვედრის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. იგი განიხილავს საქართველოში შეხვედრას სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნის კონტექსტში და არა სომხეთ-აზერბაიჯანის უთანხმოების გადასაჭრელად.

„სომხეთი დაინტერესებულია სამხხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარებით. ჩვენ თბილისში სამმხრივი დისკუსიის გამორთვას განვიხილავთ, მაგრამ არ ვაპირებთ ორმხრივ, სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე საუბარს და მის განხილვას", - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ვიზიტზე „რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია სამი ქვეყნის ურთიერთობების გასაძლიერებლად, მაგრამ სომხეთს შუამავლად არა საქართველო, არამედ რომელიმე ძლიერი მოკავშირე სჭირდება.

„შუამავალი" საკმაოდ პრეტენზიული სიტყვაა, საქართველო კარგი მედიატორი იქნებოდა. საკვირველია, თუ რატომ იუარა სომხეთმა აზერბაიჯანთან კონფლიქტის თბილისში განხილვა. ვეჭვობ, რომ მას 1/1-ზე აზერბაიჯანთან საუბარი არ სურს.

„პრობლემა საქართველოში არაა, პრობლემა ისაა, რომ სომხეთს კონფლიქტის საკითხის განსახილველად ძლიერი შუამავალი სჭირდება, რადგან მას არც ძლიერი ჯარი და არც სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა არ აქვს. შუამავლობა შეიძლება გაუწიოს როგორც რუსეთმა, რაც ნაკლებად სავარაუდოა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ისე საფრანგეთმა, ევროკავშირიმა, ან აშშ-მა. კონფლიქტის განხილვის გარდა, შესანიშნავი იქნება, თუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა თბილისში თავიანთი ურთერთობების გასამყარებლად შეხვდებიან ერთმანეთს", - განაცხადა ანალიტიკოსმა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".