არ მინდა დავაფრთხო მკითველი, მაგრამ საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, რთული ფორმულირებით უნდა დავიწყო. თავად საკითხია რთული, და რთულ აზროვნებაზე, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე განკუთვნილი; ერიკ ბერნის „სამი თაობის თეორია“ გვკარნახობს შემდეგს: უფროსი თაობა შეცდომებს უშვებს. საშუალო თაობა, ცდილობს არ დაუშვას წინა თაობის შეცდომები, მაგრამ თავისას უშვებს. უმცროსი თაობა, ცდილობს რა, არ დაუშვას საშუალო თაობის შეცდომები, მაგრამ თავის შეცდომებს უშვებს და ხშირად ერთი ერთში იმეორებს ბაბუების შეცდომებს. ეს ეხება არა მხოლოდ შეცდომებს, არამედ სიქველეებს, სწორი ხედვების გამოისობით მიღწეულ წარმატებებსაც და ა.შ. საუბარი იქით მიმყავს, რომ ცალკეული ადამიანი, ან ჯგუფი, თუ განვაზოგადებთ, ერებიც ერთსა და იმავე სიტუაციაზე (მაგალითად ომზე, ტირანიასა თუ ოქლოკრატიაზე, ნგრევაზე თუ აღმშენებლობაზე და ა.შ.), იმავე ალგორითმის მიხედვით რეაგირებენ, რომლითაც, ასეთ გამოწვევებზე რეაგირებდნენ წინაპრები. მაგრამ, როდესაც სკრუპულოზურად გადახედავ საქართველოს უახლეს ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ სულაც არ ვრეაგირებთ იმავე, ან მსგავს სიტუაციებზე, როგორც ჩვენი წინაპრები და რატომ ხდება ასე? ირაციონალური გრძნობაც კი მეუფლება ამის გამო, ვითომცდა ჯადო აქვს საქართველოს გაკეთებული. ნუთუ მიგვატოვა უფალმა ამ მორიგი გასაჭირის ჟამს, აღარ უწერია ივერიას გაბრწყინება და ვეღარ ავაშენებთ იდეალურ ქართულ სახელმწიფოს? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მიღება კვლავ პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილისგან ვცადეთ…
– ანუ, რატომ არ ვრეაგირებთ ადეკვატურად და ღირსეულად გამოწვევებზე ისე, როგორც ჩვენი წინაპრები - ჯერ ერთი, არც ადრე იყო დიდად დალაგებული ეგ მომენტი. მეორე, ძველი მასობრივი გმირობების ჰიპერტროფირებულ აღქმას, დიდწილად მითოლოგიას და XIX საუკუნის ლიტერატურულ რომანტიზმს უნდა ვუმადლოდეთ. თუმცა, იმ და ჩვენი დროის საშუალო სტატისტიკურ ქართველს შორის, კნინობა ნამდვილად შეიმჩნევა, მათ შორის, სამშობლოზე მსახურის თვალსაზრისითაც. ელემენტარულია: თუ ადრე – ერს მოდერნისტული „ენა, მამული, სარწმუნოება“ გვქონდა დევიზად, დღევანდელ ატომიზირებულ სოციუმში ნეოლიბერალური სლოგანებია მასობრივი ქართველის ქცევის წარმმართველი – „ვჭამოთ, დრო ვატაროთ, მეტი წავგლიჯოთ სახელმწიფოს“ და ა.შ. რადგანაც მორალური რელევანტობა და მომხმრებლის ბანალური იდეოლოგიაა გაბატონებული. აქ არანაირი მაგია არაა – თუ ერთი მხრივ, საბაზისო ემოციები და ინსტინქტები, შესაბამისად რეფლექსია უცვლელი რჩება, დროისა და სივრცის მიუხედავად, მეორე მხრივ, სტანდარტული ქცევა იცვლება, როდესაც ირთვება კულტურული კოდები, ე.წ. თანდაყოლილი შაბლონები ტრანსფორმაციას განიცდის მაგ ფენომენის ზემოქმედებით. ეს ფენომენი, ძირითადად არქეტიპების და იდეების სახით გვევლინება, რომლებიც, სხვადასხვანაირ სწავლებებში პოულობს ხოლმე ასახვას: ნაციონალისტური, ლიბერალური, ნეოლიბერალური, მოდერნისტული, სოციალისტური, საგანმათლებლო და ა.შ. სწორედ რომ ისინი აპირობებენ ცალკეული ადამიანის და ერების მოძრაობას ამა თუ იმ კალაპოტით. ჩამოთვლილი ფაქტორები კომბინაციაში, ინსტინქტებ-არქეტიპ-კოდებიანა, ჩაშენებულია ადამიანში და თუ როგორ დაეწყობიან ისინი, ასევე, გარე ფაქტორების ზემოქმედებით, როგორ გადაეწყობიან, მაგაზეა დამოკიდეული რა ტიპის საზოგადოება აშენდება ჯამში. თავის მხრივ კი, მშენებარე საზოგადოების ტიპი, განაპირობებს ადამიანში ამა თუ იმ თვისების წარმოჩენასაც. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანი სამი ჰიპოსტასისგან შედგება; ბიოლოგიური, სოციალური და ღვთებრივისგან. ასე ვთქვათ, სამი ავტონომიური ბუნებაა ერთ სხეულში, რომლებიც მუდმივ კონფლიქტში არიან ერთმანეთთან. ამიტომაცაა ადამიანი, მრავალწახნაგოვანი და უმარტივესი ერთდროულად, ღრმა და ზედაპირული, ჭკვიანი და სულელი, მლიქვნელი და მართალი, გაიძვერა და რაინდი. ყველაფერი ერთადაა მოყრილი homo sapiens-ში და ესაა სინამდვილეში ადამიანი, რისი გათვალისწინებაც, ამა თუ იმ პარტიულ დოქტრინიორს ან რელიგიის ადეპტს ხშირად არ სურს იმ უბრალო მიზეზით, რომ მაგათ წარმოდგენაში არსებულ იდეალურ საზოგადოებას არ ესაბამება ადამინის ბუნებების ესა თუ ის ნაწილი. სხვათა შორის, აქედანაა ყველა ანტიუტოპიაც და რეალში არსებული ტოტალიტარული ფორმები, რომლებიც ლოგიკურად გამომდინარეობს, როდესაც ერთი რაკურსით და მხოლოდ საკუთარი სწავლების ოპტიკით უყურებ ადამიანს და მის ადგილს საზოგადოებაში. აი, ასეთი უკუკავშირი და დიალქეტიკაა ამ საკითხებში. მეტიც, რომელია, ამ დეტერმინანტებს შორის პიველადი, მეორადი და ა.შ. შეუძლებელი სათქმელია.
პასუხში, ერთი კია სახეზე, ისეთი დიქოტომიური და ამორფული არსება როგორიც ადამიანია, ვერანაირად ვერ შექმნის იდეალურ საზოგადოებას და ნებისმიერი ძალდატენება გადაიზრდება ტოტალიტარიზმში. მოკლედ, იმედია დამეთანხმები, რომ ამ პროცესის ამომწურავი ფორმულირება შეუძლებელია. ბოლო-ბოლო, ფორმატი არ იძლევა ობიექტური დეტალიზირების საშუალებას ისეთ დონეზე, რომ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის ყველა რგოლი გამოაშკარავდეს. არადა, ამის გარეშე უფრო დავაბნევთ მკითხველს.
– მთავარი, კონტურები და მკითხველის ცენზია. თუ არის ძირითადი კონტური და ცენზი, ასევე მკითხველს გააჩნია სურვილი გასცდეს მასსა და რეალობას შორის არსებულ ფილტრებს, ანუ მზად თუ არის ის, ე.წ. პრეონტოლოგია დაამსხვრიოს და უშუალოდ შეეხოს იმას, რაც გადამალულია დროში, დევს ნარატივის, მითოლოგიისა და იდეოლოგიების მიღმა, მაშინ რაგინდ არასრული იყოს აღწერა, გაგება და სათანადო სურათ-ხატი მაინც მოვა.
იმის თქმა მინდოდა, რომ მაგ მექანიზმის სრული სურათის დადებას, დისერტაცია არ ეყოფა. მაშინ, რომ აღარ შევიდეთ სიღრმისეულ ფსიქოლოგიაში და უნებლიეთ საგაზეთო ფორმატს ავცდეთ, ასევე მასობრივი მკითხველისთვის გასაგები დავრჩეთ, დავაკონკრეტებ: საქართველოს შემთხვევაში, ასეთი სავალალო მდგომარეობის მიზეზად, ალბათ ნეოლიბერალიზმი წარმოდვიდგება? ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ შენს მიერ ჩამოთვლილ „იზმებიდან“, ის ერთადერთია, რაც „მორალური რელევანტობით და მომხმარებლის ბანალური იდეოლოგიით“ გამოირჩევა. ასევე, უფრო აქტუალური უნდა იყოს კონკრეტეულად მაგ იდეოლოგიაზე ყურადღების გამახვილება, რადგან თუ ადრე მმართველი გუნდი გაურბოდა ამ თემაზე საუბარს გარე ძალების რიდით, მეტიც, მათივე მოთხოვნით კონვეირული წესით აწევრიანებდა საკუთარ რიგებში ნეოლიბერალებს და უმაღლეს თანამდებობებსაც კი უბოძბდა, დღეს, სულ უფრო ხმამაღლა ისმის „ოცნების“ ლიდერშიპისგან საყვედურები მემარცხენე ლიბერალიზმის მიმართ.
– კი ბატონო, სინამდვილეში ესაა ის ტრიგერი, რომელმაც უამრავი საბედისწერო შეცდომა დაგვაშვებინა დამოუკიდებლობის, ასევე „ოცნების“ 9-წლიანი მმართველობის გზაზე – ისტორიული თვალსაზრისით და არა ცალკე აღებული მოქალაქის საყოფაცხოვრებო მისწრაფებების პრიზმაში, რომლისთვისაც ნეოლიბერალიზმი, ფიზიოლოგიურად, მართლაც რომ საკმაოდ კომფორტული სწავლებაა, რა თქმა უნდა, თუ არ აწუხებს ის, რაც უნდა აღელვებდეს კარგ მოქალაქეს და ჯიშიან ქართველს, ჩაირთვება რა ეს „კოდი“ და ბედნიერია სოციალურად უპასუხისმგებლო და დალტონიკი მოქალაქე. გულწრფელად ჰგონია ცხოველს, რომ ცხოვრობს! ჭამს, სვამს და თუ ვერ ჭამს ან სვამს, ითმენს საზრისებს მოკლებულ ყოფას სტოიკური შემართებით (იცინის), რადგან ყოველდღიურ რეჟიმში, ისეთი ინტენსივობით და იეზუიტური ტექნოლოგიებით არწმუნებს მას პარტიული მედია & ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილი, რომ დღეს თუ არა ხვალ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთნავე, კარგად შეჭამს და დალევს.
დავით, კი მოგეცი მეგობრული შენიშვნა, მაგრამ ნელ-ნელა ჩავწვდი, თუ რატომ დაიწყე ასე შორიდან და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა ქართული სახელმწიფოსთვის. ასევე, აქ წამოჭრილი საკითხების გადაჭრა, როგორ მყისიერ რეაგირებას მოითხოვს გადაწყვეილებების მიმღები პირებისაგან. ასე რომ, დაგვემთავრებინა ბარემ ისტორია კულტურულ კოდებზე, რომ უკვე, მაგ ცოდნის ჭრილში უკეთ ჩავწვდომოდით დღევნდელობასაც. თუმცა, ჩემსას ბოლომდე მაინც არ ვიშლი, რადგან მკითხველის ინტერესების დაცვა პრიორიტეტია ჩვენი გამოცემისთვის, ამიტომ ეცადე დაწყებულის ჩამთავრებას ისე, რომ ზედმეტ აკადემიზმში არ გადავარდე. სკრუპულოზური ანალიზი და ტრენდების დეტალიზირება კი, ვისაც დააინტერესებს ეგ თემა ფუნდამენტალურ დონეებზე, შენს წიგნში ეძიოს. სხვათა შორის, რომლის გამოსვლას, გამომცემლობა „აჭარა PS“-ის დახმარებით ვამზადებთ.
– კეთილი, ეს კულტურული კოდები, წმიდა წყლის ცივილიზაციური მოვლენაა და ერთადერთია, რაც ინსტინქტებითა და გამოცდილებით განპირობებულ ადამიანის ბუნებას ცვლის. მაგალითად, ადამიანი როგორც სახეობა მილიონ წელს ხომ არსებობს, მაგრამ მაგ ფენომენის გამოისობით, კულტურული ცვლილებები 30 000 წელია, რაც დაიწყო. იმ მომენტიდან, როდესაც პირველი სრულყოფილი ხელოვნების ნიმუშები და შესაბამისად, აბსტრაქციაც გაჩნდა, – იდეის, ან დროში გადაბმული ისტორიების სახით (რედ. – ანუ მითოლოგია, ქცევის კოდექსი, პირველი წარმოდგენები ღმერთზე, გმირების პანთეონზე და ა.შ.). მაგალითისთვის, მას მერე გაბატონებული იდეიდან გამომდინარე, ჩვენ სხვადასხვანაირად ვპასუხობთ ისეთ ქრესტომატიულ კითხვას როგორიცაა, „ყოფირება განსაზღვრავს ცნობიერებას“, თუ პირიქით. სიტყვაზე, თუ „ყოფიერება“ პირველ ადგილზეა, ანუ ადამიანი ფიქრობს, რომ მატერია განსაზღვრავს სხვა დანარჩენსაც, მაშინ ჰედონიზმი, მომხვეჭელობა, „თრეში“ და ა.შ. იქნება შერჩეული ქცევის მოდელად. თუკი „ცნობიერებაა“ მაგ. საზოგადოებაში პრიმატი, მაშინ თავდადება, მაღალი იდეალები, ჰუმანიზმი, შედევრები და ა.შ. ექნება შერჩეული დომინანტ ხაზად.
სწორად თუ გავიგე, საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ ტიპის სოციუმს, რა ტიპის ქცევის მოდელი აქვს არჩეული მაგ კონკრეტული საზოგადოების საშუალო სტატისტიკურ წევრს, რომელიც თავის მხრივ, იდეიდან გამომდინარეობს არა?
- პირიქითაც ხორციელდება ინდოქტრინაცია, როდესაც საზოგადოების ელიტარული ნაწილის აღმსარებლობა ხდება საშუალო სტატისტიკური წევრის მრწამსი. ურთიერთგავლენა ხდება-მეთქი და რთულია მანდ განსაზღვრო, რომელი ფაქტორი ან ელემენტი, რომელზე უფრო მეტად მოქმედებს. ერთი ცნობილი არქეტიპული სიმბოლოს არ იყოს, სადაც გველი საკუთარ კუდს კბენს, აქაც ასეა.
მესმის, და გითხარი კიდეც, რომ ამის ფორმულირება „ratio“-თი შეუძლებელია, მით უფრო ამ ფორმატში. იქნებ, კვანტური სამყაროს აღწერისას რომ ხმარობენ, ის ტერმინოლოგია უშველიდა საქმეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მკითხველს საერთოდ დააბნევს, თუ მას შეხება არ ჰქონდა მიკროსამყაროსთან. მოკლედ, სინამდვილეში ამიტომ ვეცადე თემის გადართვა უტილიტარისტულ ჭრილში. ისე კი, ხატად წარმოდგენა ამა თუ იმ მსგავსი საკითხის, აპრობირებული მეთოდია გერმენევტიკაში და მეც ხშირად მივმართავ მაგ ხერხს – აადვილებს აღქმას.
– კი, უკეთესია აღქმისთვის და ასეთ შემთხვევაში ზედმეტად, ბუკვალიზმიც არ გბოჭავს. დავამთავრებ მაშინ აზრს კულტურულ კოდებზე, რათა უკეთ გამოჩნდეს ის გენეტიკური მუტაციები, ამ სიმახინჯეების გაბატონებამდემდე რომ მიგვიყვანა: ის, რასაც დღეს გარკვეული წრეების და პარტიული მედიის მიერ კულტურულ პროგრესად ინათლება, სულ რამოდენიმე დეკადა არსებობს. ჩვენი კონკრეტული კულტურა კი, 10 000 წელს ითვლის. მაშასადამე, ისტორიზმით განმსჭვალულ და სოციალურად პასუხისმგებლიან ჯგუფებს აღიზიანებს იმიტომ, რომ ნეოლიბერალიზმი ხელოვნური კონსტრუქციაა, მოწყვეტილი მზიდ, ტრადიციული კულტურის კონტექსტს. ამიტომაც, უფრო ახალგაზრდების იმ პასიონარულ ნაწილში იკიდებს ფეხს, ვისთვისაც სწავლა მეათეხარისხოვანია, - კონტიგენტში, ვისი კრიტიკული აზროვნება ნიველირებულია თუნდაც წმიდა ბილოგიური მიზეზებით. ანუ, დიდწილად იმ სეგმენტში, შავ-თეთრად რომ აღიქვამს სამყაროს. სრიალებს ისტორიულ ნარატივებზე, მზა რეცეპტებით კმაყოფილდება და ჩვეულებისამებრ რადიკალიზმით გამოირჩევა.
მერედა, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ყველაზე მეტად, ეს იდეოლოგია უზრუნველყოფს დაცვას ობსკურანტიზმისგან, კლერიკალიზმისგან, პატრიარქატისგან და.შ. რაც უკიდურეს ფორმებში, მართლაც რომ არაა პროგრესული მოვლენა, მეთანხმები?
– ნებისმიერი უკიდურესობა საშიშია, მით უფრო ისეთი, როგორიცაა ეს მემარცხენე სწავლება, რომლის ფონზე, სხვა ისეთი უკიდურესობები, როგორიცაა არქაული პატრიარქატი, ობსკურანტიზმი, ან კლერიკალიზმი წინასწარი მოთავსების იზოლატორია კონცლაგერთან შედარებით. როდესაც, ობსკურანტიზმს – ფსევდომეცნიერებებს უპირისპირებ, პატრიარქატს – აგრესიულ ფემიზნმს და კლერიკალიზმს – რადიკალურ ანტიკლერიკალიზმს, ეს ბევრად საშიშია ვიდრე ის, რასაც საერთო ჯამში ებრძვის „შეიმინგითა“ & „დახეიტერებით“, მთელი ეს ნეოლიბერალური „შანტრაპა“ .
დავსძენდი; ეს მემარცხენე ლიბერალური შეხედულებები მიაჩნიათ ალფა და ომეგა ცივილიზაციის, მწვერვალი რაციონალური აზრის და უტილიტარიზმის. „Молодо зелено“, როგორც იტყვიან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები. მაგრამ ამის შემხედვარე რატომ არ აქტიურობს უფროსი თაობა, შესაბამისი უწყებები, ან თუნდაც ის სამაგალითო ახალგაზრდები, ვისაც ზედმიწევნით სწორად აქვთ გაცნობიერებული ნეოლიბერალური სურათ-ხატების ტრანსლირების საშიშროება? მერედა, ვგონებ, მათი ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ისაა, რომ გონიათ ცოდნა გაგვაჩნიაო. სინამდვილეში, მხოლოდ ინფორმაციას ფლობენ, სახელები იციან და იარლიყების მიწეპებაც. ასევე, ყოველთვის მზად არიან აგრესიული ოპონირებისთვის, კლასიკური ლიბერალების და კონსერვატორებისგან განსხვავებით, რასაც, „ნაციონალები“, ასევე მათთან აფილირებული ნეოლიბერალური ყაიდის პარტიები და ჟურნალისტები მშვენივრად იყენებენ მთავრობის, ეკლესიის და ქართველი ხალხის სუბპასიონარული ნაწილის წინააღმდეგ…
– ჩაგეჭრები, და რომ არა პარადად ივანიშვილის და საგარეო ფაქტორები, ვინ იცის, ვინ იქნებოდა დღეს ხელისუფლებაში და რა მორიგ ავანტიურაში ვიქნებოდით ჩართულნი. ბრედბერის, „451 გრადუსი ფარენგეიტით“, ხომ გახსოვს? ჰოდა, ადრე, მკითხველთა უმრავლესობა თვლიდა, რომ რომანის მთავარი თემა მთავრობის მიერ დაწესებული ცენზურა იყო. ეს ცრუ აღქმა გრძელდებოდა მანამდე, სანამ თავად ავტორმა არ უარყო ის. განაცხადა, რომ თავისი საკულტო ნაწარმოებით, მხოლოდ მიანიშნებდა პასუხისმგებელ პირებს სატელევიზიო გადაცემების მდარე შინაარსზე და ამით ცივი შხაპი მიაღებინა კიდეც, ყველა იმჟამინდელ ანტისამთავრობო ძალას. აღმოჩნდა, რომ ტელეეკრანებიდან მომდინარე „მეძავეების“ ტინგიცობაზე, „მოლაპარაკე თავების“ უმეცრებაზე და „ნუვორიშების“ პლებეურ სულზე ჰქონდა ნაფიქრალი და არა ამერიკული მთავრობის დისკრედიტაციაზე, რომელიც, სხვათა შორის, იმ მომენტისთვის კონსერვატორებით იყო დაკომპლექტებული. ის თურმე სულაც არ ფიქრობდა ისე, როგორც ამას მაშინდელი მემარცხენე პრესა და დიდწილად აფრო-ამერიკული მოსახლეობა წარმოიდგენდა. რა არ დასწამეს რეი ბრედბერის – არადა, წერდა, უბრალოდ, განათლებული, გეტეროსექსული თეთრკანიანი ამერიკელის გადასახედიდან იმ აუტანელ სიტუაციაზე, როდესაც ტელეეკრანებიდან გადმონთხეული ფეკალური მასა ჰკლავს ახალგაზრდებში კითხვის სურვილს და ღრმა ცოდნას უნაცვლებს ზედაპირული „ფაქტოდებით“. მაშინ არ მიაქციეს სათანადო ყურადღება სამთავრობო წრეებში. წაყრუების შედეგმაც არ დააყოვნა. ბევრად უკეთ ჩანს დღეის გადასახედიდან, თუ რა შანსები გაუშვეს მაშინ ხელიდან ამერიკის პატრიოტებმა. რომ აღარ გავაგრძელო ამ მიმართულებით, დავსძენ, რომ პოლიტიკადან ძალზე შორს მდგომმა ადამიანებმაც კი იციან, თუ რა ტიპის „კულტურული ომები“ მიმდინარეობს შტატებში და როგორი პოლარიზებულია ქვეყანა. ასე ხდება ხოლმე დასაბამიდან, როდესაც მთავრობები არ უსმენენ დიდ მასწავლებლებს.
ვგონებ გასაგებია რისი თქმაც გინდა - ექსტრაპოლაცია და, ნათლად დაინახავს მკითხველი, რომ შიგთავსით მსგავსი რამ ჩვენშიც ხდება, რასაც ყურადღებას ნაკლებად აქცევენ.
- ქართული ტელევიზიებია დღეს, მაგ სენის მთავარი გამავრცელებელი წყარო. პასუხისმგებელი პირები ცდილობენ სიტუაციის გარდატეხას – ფაფხურობენ კიდეც რაღაცას, მაგრამ საკითხის ფუნდამენტური უცოდინრობის გამო, ტექნიკურ პერსონალს ან მიმიკრირებულ ნეოლიბერალს ნიშნავენ რა, შინაარსით პოლიტიკურ თანამდებობაზე, რის მერეც, ზოგადეროვნული ვაი-ვიში ტყდება, ეს საქმე რომ ჩაუვარდებათ-მეთქი. ცოდნა უნდა ყველაფერს, რომ შედეგი დაიდოს, და არა ერთი კაცის ავტორიტეტზე და ფულზე ჩამოკიდება პარაზიტებად, იმ იმედით, რომ ბოლო-ბოლო მაინც გადაწონის ივანიშვილის ცოდნა და ავტორიტეტი ნეოლიბერალების ხრიკებს. წლებია, ამ კუთხით ეს საქმიანობის იმიტაცია რომ გრძელდება – აი, რისი თქმა მინდოდა ამ იგავით. ამდენი ყურადღება კი იმიტომ მივანიჭე, რომ ეს ის იდეოლოგიაა, რომელიც ალპობს საქართველოს და მასთან ზერელე დამოკიდებულება, ან სულაც თამაში, არ შეიძლება!
მაგრამ, მთავრობას რომ გავანებოთ თავი, განა თავად ერს არ გააჩნია თანდაყოლილი დაცვითი მექნიზმები, იგივე წინააღმდეგობა გაუწიოს ამ სენს, როგორც მაგალითად ჯანსაღი ორგანიზმის იმუნური სისტემა უწევს უცხო სხეულს?
– ორგანიზმს გააჩნია, თუ ის ტრავმირებულია, უბრალოდ, ვეღარ უწევს სათანადო წინააღმდეგობას, ასევე, - უცხო სხეულის ფორმას და თვისებებს. აი, მაგალითად, კიბო ემართება ორგანიზმს მაშინ, როცა უჯრედი კარგავს გენეტიკურ მეხსიერებას და იწყებს უკიდეგანო გამრავლებას. იმუნური სისტემა კი ვერ ერევა იმის გამო, რომ ორგანიზმი ვერ აღიქვამს ავადმყოფ უჯრედს უცხო სხეულად, რადგანაც ხორცი-ხორცთაგანია ის, ძირითადი ორგანიზმის. აქაც ასეა, პროგრესის მანტიით შემოსული ეს სწავლება და მისი ადეპტები, არ აღიქმებოდა დაწყებით ეტაპზე რაიმე საშიშროების მომტანად, რადგან ხორცი-ხორცთაგანი იყვნენ 90-იანებით ტრავმირებული ქართული ორგანიზმის. უპრობლემოდ, კიბოს უჯრედების დარად, ამათმაც უკიდეგანო გამრავლება დაიწყეს წინააღმდეგობის არქონის პირობებში. ჯერ დაეუფლენ არასამთავრობო სექტორს, მერე პოპ-კულტურას და მეინსტრიმულ ტელევიზიებს, შემდეგ მმართველ პარტიაშიც შეაღწია მეტასტაზებმა და ა.შ. მოტივირებულ-მომზადებულ-ფინანსურად უზრუნველყოფილ, ყველაფრისმკადრებელთა ლეგიონია ლამის და აი, ამის შემხედვარე, როგორ უნდა გაეწია ადეკვატური წინააღდეგობა ქართულ ორგანიზმს? პროქართული ჯანსაღი, მაგრამ დეზორგანიზბული ძალებით? მხოლოდ POS-TV-ს, „ობიექტივის“, ანდა სულაც შენი TV-12-ს შემხედვარე, და ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი მათ ზურგს უმაგრებდა?
ახლა კი არის ზედმიწევნით გასაგები, რატომაც იყო შეუძლებელი სიმეტრიული წინააღმდეგობის გაწევა იმ მომენტამდე, სანამ ღარიბაშვილი ასე ღიად არ დაუპირისპირდებოდა მაგ ძალებს და „ხალხის ძალაც“ არ მიატოვებდა აშშ-ს მიმართ გარკვეული ვალდებულებების მქონე „ოცნებას“. შეჯამებისას, კიდეც განათდა-მეთქი საერთო სურათი და ამ ყველაფერთან ერთად, კონკრეტული წინადადებითაც ხომ არ მიმართვადი ბარემ საქართველოს მთავრობას?
– რატომაც არა, რადგან მთელი ეს წლები ინდუსტრიულ დონეზე ხდებოდა მაგ გენეტიუკრად დაზიანებული უჯრედების ცნობიერების ფორმირება, ინდუსტრიულ დონეზევე უნდა გამოსწორდეს. სავარაუდოდ, მთელი დეპარტამენტის ძალებს წაიღებს ეს წამოწყება. ეს, რა თქმა უნდა, თუ ივანიშვილ-ღარიბაშვილის ნება, დასტური და ხელშეწყობა იქნება. ამ საქმის გამოსწორებისთვის, საჭირო პროფილის დეპარტამენტის შექმნა-ამუშავებაში-მეთქი, მასთან აფილირებული მედიაპლატფორმითურთ. სამუშაო ბევრი იქნება, რადგანაც ტყუილ-მართალი, აქ ისეა გადახლართული ერთმანეთში, კომიქსებზე გაზრდილ თაობას კი ისე აქვს არეული კოორდინატთა სისტემა. დამატებით, სააკაშვილის დროს აღმოცენებულ ნეოლიბერალურ და ამის თანმდევ, რუსოფობიურ მითოლოგიას იმდენად ბევრი და პასიონარი აპოლოგეტი ჰყავს საშუალო მმართველ რგოლებში, რომ დემითოლოგიზაცია, უშუალოდ უმაღლესი ეშელონიდან წამოსული დირექტივით და სახელმწიფოწარმოქმნელი ინსტიტუტების დონეზე უნდა მოხდეს. დეკოდირებაა საჭირო-თქო, და იმის გათვალისწინებით, თუ რა იეზუიტური გზებით მოგვახვიეს ეს „კოდები“ სრულიად საქართველოს, არანაკლებ იეზუტიური და ზოგადეროვნული მიდგომებია საჭირო საქართველოს განჯადოებისთვის.