„დეგნანის განცხადება, თითქოს უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან უკან გამოიწვია, აბსურდია, რადგან ეს კანონი საიტზე ისევ იძებნება“

„დეგნანის განცხადება, თითქოს უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან უკან გამოიწვია, აბსურდია, რადგან ეს კანონი საიტზე ისევ იძებნება“

დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით კიდევ უფორ მეტი კითხვები გაჩნდა, ვიდრე აქმადე არსებობდა. თუკი ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ეს კანონი უკრაინას ვენეციის კომისიაში ჰქონდა გაგზავნილი, ამიტომაც საჭირო აღარ იყო საქართველოს იგი ვენეციის კომისიისთვის ხელმეორედ გაეგზავნა. მოულოდნელად კი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ამტკიცებს, რომ კანონი უკრაინელებმა უკან გამოიწვიეს. ამიტომაც ამერიკის ელჩიც და ევროკავშირის საელჩოც, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაზე გააგზავნოს.

თუმცა აქ ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიის საიტზე კანონი ისევ იძებნება და მისი უკან გაწვევის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი. უცნაურია ის გარემოებაც, რომ ვენეციის კომისია ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდა, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე დასკვნის პროექტი მზად არის და კომისიას დასამტკიცებლად მიმდინარე წლის მარტის სესიაზე უნდა წარდგენოდა. მაშ, რაშია ამ გაუგებრობის მთავარი დედააზრი და უკრაინელებისთვის მოწონებული კანონპროქეტი „ქართული ოცნებისთვის“ დაწუნებული რატომ აღმოჩნდა?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ეჭვობენ, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, რადიკალური ოპოზიციის ინტერესები იდგეს, რომლებსაც ეს კანონი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ. საქმე ისაა, რომ უკრაინელებისთვის უკვე მოწონებულ კანონი ეხება არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მათ მთავარ მფარველს და დამფინანსებელს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას აქტიურად ცდილობს და დასავლელი ლობისტების მეშვეობით ქვეყნის შიგნით გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობებს გეგმავს. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ელჩი კელი დეგნანის დახმარებით ამ კანონის ჩაგდება უნდათ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მისმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას იმის გასარკვევად, ამზადებს თუ არა ის დასკვნას დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა 2 მოსმენით უკვე მიიღო. კანონის საბოლოო მიღებამდე კი სამართლებრივ დასკვნას ელოდება ევროკავშირიც. ამის შესახებ გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადებაც გაავრცელა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში დაევალა. მმართველი ძალა კანონის მიღებას დეკემბრისთვის გეგმავს.

უკრაინული კანონის და ქართული ვერსიის გამიჯვნა ოპოზიციის ნაწილმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, მის მიერ მომზადებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის მიღება ხელოვნურად ფერხდება.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილმა, ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად, დეოლიგარქიზაციის  ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა და ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას ითხოვს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ცდილობს, რომ პარლამენტში, სხვადასხვა საჯარო სივრცეში და მედიაში დაპირისიპირების მუხტი შეიტანოს, გააჩინოს განცდა, რომ ხელისუფლება 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, ან თუ აკეთებს - არასწორად. სწორედ ეს ხდება დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით. ნაცოპოზიციის მთავარი მიზანია, არა ამ კანონის მიღება და რეკომენდაციის შესრულება, არამედ ის, რომ ეს კანონი ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე იყოს მორგებული. ამით კი თავიანთი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი დაიცვან, რადგან უკრაინული მოდელის 4-ვე პუნქტი ზუსტად მას ეხება.

„ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი აკეთებს იმგვარ განცხადებას, რომელიც საზოგადოების ინტერესს არ შეესაბამება. მოსახლეობის უმრავლესობის აღქმებში მისი განცახდება არ ჯდება. ეს კი პირველად არ ხდება. დეგნანის განცხადება არის არაადეკვატური, რომელიც ქართველ ხალხს აღიზიანებს. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელზეც ელჩი საუბრობს და ამბობს, რომ ვენეციის კომისიიდან უკრაინამ გამოიწვია, აბსურდია, რადგან ეს კანონი საიტზე ისევ იძებნება. საქართველომ უკრაინული მოდელი იმიტომ გადმოიღო, რომ ევროპელებისგან მოწონებული იყო და ზუსტად მსგავსი მოთხოვნა იყო.

მე კარგად მახსოვს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას ანალოგიური კანონის მიღება მიულოცა. მოუწონა და უთხრა, რომ ეს კანონი შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც ევროპელებს უნდოდათ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ შეიძლება იგივე ევროპელების მოწონებული კანონი ჩვენთან არ მოსწონდეთ. მშვენივრად იციან ევროპელებმა როგორი დათქმები და პირობები არის უკრაინულ ვერსიაში და ზუსტად შესაბამისია ქართულ ვერსიაშიც. ხელახლა ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად უაზრობა არის“, - ამბობს აბაშიძე.

რას შეიძლება ამერიკის ელჩის ეს განცხადება ემსახურებდეს, თუკი ვენეციის საიტზე უკრაინული კანონი ისევ იძებნება? - აბაშიძე ამბობს, რომ ჩნდება ეჭვი, ამერიკის ელჩი ოპოზიციის დახმარებას ცდილობს, რადგანაც სწორედ ეს კანონი მათ მფარველს კეზერაშვილს ეხება. ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ კანონის დაბლოკვა მოხდეს.

„რადგან ოპოზიციას უმრავლესობა არ ყავს პარლამენტში, ახლა ცდილობენ, რომ საგარეო ზეწოლის მცდელობით და ბერკეტებით, „ოცნება“ აიძულონ, რომ ამ კანონის მიღება შეაჩერონ. თუმცა ეს არ გამოუვათ. ეს კანონი ევროკომისიის უმაღლესი სტრუქტურის მიერ არის მოწონებული და სხვა გამოსავალი არ აქვთ. სამწუხაროდ, დეგნანის განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, ეს დიპლომატ დეგნანის იმიჯისთვის არის ძალიან ცუდი. მთელ ცივილიზებულ სამყაროში კანონებს ისე იღებენ, რომ ის ერთ კონკრეტულ ადამიანზე ვერ იქნება მორგებული. აქ უნდა იყოს გარკვეული კრიტერიუმები და პირობები მოცემული, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც განისაზღვრება ეს კანონი ვის შეეხება. ამ კანონის დათქმები რაც 4-ვე პუნქტშია განსაზღვრული, დავით კეზერაშვილს ეხება. ოპოზიცია ცდილობს კანონპროექტი დაბლოკოს და ამაში ამერიკის ელჩს იყენებს. არ არის გამორიცხული, ხვალ და ზეგ, რომელიმე ევოპარლამენტარი კანონის მოწინააღმდეგე აღმოჩნდეს“, - ამბობს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურა ქადაგიძე კი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით პოლიტიკური ელფერი ხელოვნურად არის შექმნილი. ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ კელი დეგნანის განცხადება ობიექტურობისგან საერთოდ დაცლილია, ხოლო ეს კანონპროექტი ზოგიერთ ადამიანზე დამოკლეს მახვილი აღმოჩნდა და ოპოზიცია სწორედ ამ ადამიანის გადარჩენას ცდილობს.

„ახლა, მთელი ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი ძირის გამომთხრელია, კელი დეგნანთან ერთად ცდილობს, რომ რიგითი კეზერაშვილის გადასარჩენად სპეცოპერაცია ჩაატარონ. ამ კანონის ჩაგდებისთვის და გაფუჭებისთვის დაიწყეს ელჩების და ევროპარლამენტარების გამოყენება. რამენაირად ცდილობენ, რომ ეს კანონი ტენდენციურ გადაწყვეტილებად გამოაჩინონ. ვითომ ხელისუფლება მის მორგებას ვიღაცაზე ცდილობს. არადა რეალურად ამ კანონის პრეისტორია რომ გავიხსენოთ, უკრაინამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, რადგანაც ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ასეთი კანონი მოქმედებს. ეს ევროპამ უკრაინას უკვე მოუწონა და ამიტომაც ჩვენმა ხელისუფლებამ სწორედ მისი ანალოგის მიღება გადაწყვიტა.

რადგან ეს არის პრეცედენტული კანონი და ამ კანონმა მოქმედება უკვე უკრაინაშიც დაიწყო, „ოცნებისგან“ სწორედ ამიტომ მიენიჭა პრიორიტეტი. ხოლო, როდესაც ეს კანონი უკვე გაიწერა და აღმოაჩინა ყველამ, რომ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონს რადიკალური ოპოზიციისთვის რეალური შედეგი არ მოჰქონდა და პირიქით, მათ მფარველს ეხებოდა, ამიტომ პროცესის გაფუჭება დაიწყეს. ოპოზიციას ეს კანონპროექტი პირიქით შემოუბრუნდა და აღმოჩნდა, რომ კანონის მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტის ქურდები დაისჯებოდნენ. ამიტომაც პროცესის ჩაგდების მცდელობა დაიწყო. ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით იმაზე მეცინება, რომ საქართველოში მყოფი ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რატომ არის დაინტერესებული უკრაინის და ვენეციის კომისიის ურთიერთობაში? ანუ გამოდის, მან ყველას დაასწრო და კანონის უკან გამოწვევის ამბავი გვამცნო?“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ძალიან უცნაურია, საიდან იცის ელჩმა ეს ამბავი, როცა მსგავსი ინფორმაცია არც საერთაშორისო მედიაში იძებნება და არც ვენეციის კომისიის ინფორმაცია დევს. ამიტომ, ქადაგიძეს მიაჩნია, რომ ელჩმა ამ საკითხზე უფრო მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს.

არაგველი641 თაგვა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო!
1 წლის უკან
trampi ჩათლახზე ჩათლახი.................. გაბანძდა ეს ქალი, გაბანძდა .....ბოლომდე გაბანძდა და ამერიკის ,,დემოკრატიული,, სახეც ბოლომდე გააბანძა
თვითონ ხომ ბოლომდე გაბანძდა და თან მთელი ამერიკის ნამდვილი ,,დემოკრატიული--მეგობრული,, სახეც ბრწყინვალედ გამოაჩინა
რასაც მე ამ ,,მეგობრებზე,, მთელი წლების მანძილზე გავიძახოდი,(შინაურებმა და აქაურებმა იციან რას და როგორ ვამბობდი) ამ ქალმა წელს ყველაფერი ოპტომ დაადასტურა....უკრაინის ამბებიდან გამომდინარე ამ ქალმა ამერიკას მასკა ბოლომდე გადააძრო
და თან გვიმტკიცებდნე------ რუსებს...., რუსებს ნიღაბი ჩამოვხსენითო.....
ჰმ....... რუსებსო კაცო, რუსებსო ..... რომლებსაც მასკა არასოდეს ჰკეთებიათ ... რუსები რა ჩათლახები იყვნენ და არიან ყველა ნორმალურმა ქართველმა გადასარევად იცოდა და იცის
რუსებს კი არა მასკა ამათ ჰკეთებიათ და თანაც ცხრანაირი მასკა
და მანამ ის ცხრანარი მასკა მაგათ თვითონვე ბოლომდე არ გადაიძრეს, მანამდე სუ მეგობრები, მეგობრები გვაძახებინეს(მე არასოდეს დამიძახია, მაგრამ 80% ხო ეძახოდნენ)
და რომ არა ამ ქალის მიერ გამოაშკარავებული ამერიკის ნამდვილი სახისა, მეგობრობის სახელით კიდევ დიდხან ვეყოლებოდით მაგათ იღლიაში ბოლომდე ამოდებულები...
მოკლედ რაც ეხლა ხდება სინამდვილეში კარგია---- ავი--კარგი ნათლად გამოჩნდა
ისიც კარგად გამოჩნდა რომ საქართველო მართლა ობოლია და რომ თუ ჩვენ, ჩვენი ქართული ხელისუფლება არ გვეყოლება, ჩვენი საშველი არ იქნება

მოკლედ ამ გაბაძებული ლენჩის პოლიტიკური კარიერა ამერიკაში უკვე პიზდეც და აქედან რომ წაეთრევა---ვსოოო მაგის კარიერა......დიდი დიდი
სადღაც დამლაგებლად დანიშნონ, მეტი ეგ ვერსად ვეღარ იმუშავებს--პენსია.......ჩაუჯვა მაგან ამერიკას დიად გეგმებში---ვერანაირი ხრიკებით ომი
ვერ აგვკიდა
ხოოდა საქართველომ ეგ რომ ბოლომდე გააბანძა ეს ხომ თვითონაც კარგად იცის? ....ანუ ეგ ქაჯი ეხლა ჩვენზე ძალიან გამწარებულ--აწყვეტილია!!
ანუ მაგან ეხლა ნებისმიერი გზით, თუნდაც გუშინდელი ტყუილების დახეთქების მსგავსი მეთოდებით--(ვენეციაო--ოლიგარქიაო) როგორღაც იმიჯი ცოტა მაინც უნდა აღიდგინოს, რომ ამერიკაში ჩაესვლებოდეს და ,,უფროსებთან,, ცოტათი მაინც გამოსაჩენი პირი ჰქონდეს
ანუ ეხლა მანამ ეგ აქედან წაეთრევა, მაქსიმალურად მაქსიმალურად ეცდება კუდი მაგრად მოიქნიოს, რომ ამერიკაში წასაღებად ცოტა რაღაცა ქულები
დაიწეროს --წაიღოს....
მაგის პოლიტიუკური კარიერაც ქუნემ მაგრამ............ეგ ეხლა ბოლომდე ტარანზე წამოვა და დაშვებულ--დაუშვებელი მეთოდებით, ტრუსიკიდანაც კი ამოხტება, რომ რაღაცა გვიჩათლახოს ..
იმიტომაცაა ყოველდღე ამერიკა--ევროპიდან მაგის დასახმარებლად ჩამოსული ,,დირეხხხხხტ6ორ---რევიზორები,, მთელ საქართველოს დედას რომ გვაგინებენ--რა მოურჯულებლები ყოფილხართ ჩვენს ჭკვაზე ვეღარ გათამაშებთო ...ვეღარ გარეფორმირებთო.
ანუ ეხლა ჩვენები ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.....ემანდ აბერკოტი არ ამოგვარტყან
მოკლედ მაგას ეხლა სროკი უმთავრდება---გაუთავდა (უფრო სწორად--- ჩვენ) და მაგის აქედან ესე გაბანძებული წათრევა ,,დემოკრატიულ დასავლ;ეთს,, არანაირად არ აწყობს ..ანუ მაგათ რაღაცა ცუდი ექნებათ აუცილებლად ჩაფიქრებული

ხომ ვიძახოდი კოლუმბი მეშვიდეა მეთქი ..
არიან......და ესენიც იქ წავლენ სადაც ის ექვსი-----მოუსავლეთში
თუ არადა ნახავთ =
ვენაცვალე ტრამპს ..... კარგად აჯაყჯაყებს ამერიკას, ჩემი ფალავანია
არადა კაი ხანია კოლუმბი ესე გულიანად არ მომიკითხია--- დიდი დიდი მოკითხვები მას, მისი დიდი ხნის ,, მეგობრისგან,,
მოკლედ როგორი მეგობრებიც ეგენი არიან ჩვენთვის, მეც ისეთი ალალი მეგობარი ვარ მათთვის
1 წლის უკან
trampi ........................დახატული ნაკოლკა
ფუუუუ ........... შენი გამჩენი
1 წლის უკან