„არსებობს ვიდეოები, რომლებზეც ისეთი სიბინძურეები და სისასტიკეა აღბეჭდილი, მის ნახვას ნორმალური ადამიანის გული და ნერვები ვერ გაუძლებს!“

„არსებობს ვიდეოები, რომლებზეც ისეთი სიბინძურეები და სისასტიკეა აღბეჭდილი, მის ნახვას ნორმალური ადამიანის გული და ნერვები ვერ გაუძლებს!“

2013 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილმა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ე.წ. დახურულ რეჟიმში შედგა და მასზე ის შემზარავი ვიდეოკადრები გვაჩვენეს, რომლებიც სამეგრელოში მოწყობილ სამალავებში დიდძალ იარაღთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და დასაჭერი ადამიანების სიებთან ერთად იქნა აღმოჩენილი.

მაგრამ არსებობს ვიდეოები, რომლებზეც ისეთი სიბინძურეები და სისასტიკეა აღბეჭდილი, მის ნახვას ნორმალური ადამიანის გული და ნერვები ვერ გაუძლებს!

პირადად მე, ამ რამდენიმე დღის წინათ საუბარი მქონდა ადამიანთან, რომელსაც შსს-ს მიერ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების უმეტესობა ნანახი აქვს და როცა მას ვკითხე, რა არის აღბეჭდილი ამ ფირებზე-მეთქი, ასეთი პასუხი მივიღე - „ყველანაირი სიბინძურე და სისაძაგლე, რაც შეიძლება ამქვეყნად ყველაზე გარყვნილი ადამიანის ფანტაზიაში დაიბადოს: დაბმული მამაკაცისათვის პირში ადამიანის განავლის ჩასხმით დაწყებული და ვერცერთ პორნოგრაფიულ ფილმში რომ ვერ ნახავ, ისეთი ფორმებით გაუპატიურებით დამთავრებული!“

ადამიანების ცოცხლად გატყავებაც ხომ არ არის ვიდეოთი გადაღებული-მეთქი? - თითქოსდა სიმწრით გავიხუმრე, მაგრამ თანამოსაუბრისაგან სრულიად სერიოზული პასუხი მივიღე -„არც უმაგისობაა...“

ძვირფასი მკითხველო, სიმართლე გითხრათ, ძალიან მიმძიმს ამ წერილის წერა და კალამსაც ვერ ვიმორჩილებ, ამიტომაც, ერთს ვიტყვი და ამით დავამთავრებ: რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილ ფირებზეა აღბეჭდილი, ამას, შეიძლება, ერთადერთი შეფასება მიეცეს - ეს არის დანაშაული კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ, ხოლო სააკაშვილის რეჟიმი არის ჯალათების ხროვა, რომელიც ისე უნდა გასამართლდეს, ვითარცა ჰიტლერული ნაციზმი ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე!

სააკაშვილი ბოლომდე ცხოველად რომ არ იყოს გადაქცეული და მისხალი ადამიანობა მაინც ჰქონდეს შერჩენილი, სიცოცხლე ისე უნდა დაამთავროს, როგორც ჰიტლერმა დაამთავრა _ ჩახოხდეს თავისი რეზიდენციის ბუნკერში და თავი მოიკლას!

ხოლო იმ ჯალათებისათვის, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დავალებით მამაკაცებს აუპატიურებდნენ, ამქვეყნად ერთადერთი ადეკვატური სასჯელი არსებობს _ ცხელი ტყვია შუბლში! როგორც რუსები იტყვიან - „Без суда и следствия!“ 

saqinform.ge