ლევან მახაშვილი: როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, ასევე იყო მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან

ლევან მახაშვილი: როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, ასევე იყო მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან

სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, რომ არ ჩამოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, მეორე - იყო იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, - განუცხადა ქრონიკას“ სატელეფონო საუბარში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ეუთო/ოდირი საქართველოს უარს ეუბნება და მიზეზად ვადებს ასახელებს, თუმცა პრემიერმა სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე მთელი 4 კვირით ადრე მოიწვია.

ეუთო/ოდირს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, ჩამოსულიყო. სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, რომ არ ჩამოვიდოდნენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ როგორც წესი, ისინი აკვირდებიან ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს, მეორე - იყო იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ზეწოლა იქნებოდა მათზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან. რაიმე ფიქსირებული ვადები [არჩევნებზე დასაკვირვებლად მომზადებისთვის] აქ არ არსებობს, ორმხრივი შეთანხმების საგანია, ამიტომ ეს ნაკლებად არის მიზეზი. თუ ნამდვილად აქვს ეუთო/ოდირს სურვილი, შეუძლიათ ამ [ჩამოსვლის] გადაწყვეტილების მიღება. პატივს ვცემთ და მივესალმებით გადაწყვეტილებას და იმედია ისინიც პატივისცემით მოეპყრობიან საქართველოს მოსახლეობის არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.