ამ კადრების გასაჯაროების შემდეგ, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, დაერიონ სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას და ქუდზე კაცი არ დატოვონ, ღმერთო შემინდე და ღირსნი კი არიან. ამ კადრებს რომ ვუცქერდი, იქ რომელიმე რომ ყოფილიყო, მე, სასულიერო პირი, საკუთარ საქციელზე პასუხს ვერ ვაგებდი.
აცხადებს, გაზეთ “ქრონიკასთან” საუბრისას წმინდა სამების დიაკონი მამა ელიზბარი.
მისი თქმით, გამოდის რომ ფარული ჩანაწერებიდან ჟურნალისტებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა მხოლოდ ორი კადრი ნახა.
” ე.ი მათ მესამე კადრი არ უნახავთ, როგორ ურყვნიდნენ ეს ვაჟბატონები ე.წ. ქურდულ მენტალობას თავის ჭკუით, ცოლ-შვილის დასანახად. პატარა ბავშვს ამზერინეს, როგორ გაუუპატიურეს მამა, ჯერ ბილიარდის კიათი, ბილიარდის მაგიდაზე გადაბმულ მამას, მის მეუღლეს, ქალბატონს ხელებს უფათურებდნენ ქმრის თვალწინ, ეუბნებოდნენ, რომ ახლა შენც გაგიერთიანებთ ყველაფერს და გაგაუპატიურებთო. სამმა ცხოველმა შვილის თვალწინ რიგრიგობით მამა გაუუპატიურა, იმ პატარა ბავშვის ცოდვით როგორ დადიან? მთელი ცხოვრება იმ ბავშვის სახე არ ამომივა თვალებიდან, როგორ ტიროდა და მოსთქვამდა, მამას ნუ აწვალებთ, მამასო!..
რომელიმე მეტყვის, რომ იმ ბავშვისგან, რომლის თვალწინაც მამას აუპატიურებდნენ, ნორმალური ადამიანი გაიზრდება?.. იმ დღეს დამთავრდა იმ პატარას ბავშვობა, ის აღარ გაიზრდება ნორმალური ფსიქიკის ადამიანი. სულ ადვილად შესაძლებელია, ის ბავშვი იმ დონის მკვლელი გაიზარდოს, დახოცავს ყველას, ვინც მამა ასეთ დღეში ჩაუგდო და მათაც ზედ მიაყოლებს, ვინც დამნაშავეთა დახოცვაში ხელს შეუშლის….”,- აცხადებს მამა ელიზბარი.