"სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ "ნაცებმა" მოსახლეობას გენოციდი მოუწყო"

მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის საინიციატივო ჯგუფის სახელით ის სტატისტიკური მონაცემები ვრცელდება, რომელიც ადასტურებს, რომ "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას გენოციდი მოუწყო.

როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, საქართველოში 2003-2011წლებში მთლიან შიდა პროდუქტში მრეწველობის წილი 16%, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 8%, მთლიან შიდა პროდუქტში შემოსავლები სახ.დაწესებულებებიდან (ჯარიმები, ცნობები) 13% იყო. ამასთან, ბიუჯეტის საერთო შემოსავლებში ჯარიმების და ცნობების "წარმოების" წილი 30%, ხოლო ცნობების "წარმოება" აღემატება სოფლის მეურნ. წარმოებას 1,6-ჯერ სტატისტიკის თანახმად, ამავე წლებში ბალანსი იმპორტსა და ექსპორტს 3,5/1, კვების პროდუქტების ბაზარზე იმპორტული საქონლის წილი 80%, ღვინის ექსპორტის 2003 წ.დონე შეთანასწორებული ფასებით (54მლნ.დლრ)მიღწეულ იქნა 2011წ.

ამავე სტატისტიკით, ექსპორტის უდიდესი ბლეფი - ყველაზე დიდი წილი მოდის საქონელზე, რომელიც საქართველოში საერთოდ არ იწარმოება მსუბუქი ავტომობილები.

2003-2011 წლებში უმუშევრობის დონე (ოფიციალურად)16%, უმუშევრობის დონე (ავტორიტეტული გამოკითხვების შედეგად) 71%, უცხოეთში გასულთა წილი შრომისუნარიან მოსახლეობაში 25%, თვითდასაქმებულთა წილი (ოფიციალურად) 53%, სამუშო ადგილების დინამიკა 2003-2011წწ (ოფიციალურად) მინუს 119 000, სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულთა ოდენობა (4,5 მლნიან სახელმწიფოში ) 610 000.

უცხოეთიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ტოლი გზავნილების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

შრომით მიგრანტთა ყოველწლიური გზავნილები (საბანკო გადმორიცხვები) 1,2 მლრდ. დოლარი. შრომით მიგრანტთა ყოველწლიურად დამატებით შემოტანილი თანხები 1,5 მლრდ. დოლარი.

ამასთან, საინიციატივო ჯგუფი შენობების აშენების ჯარხების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

პარლამენტის შენობის აგება (ოფიც. მონაცემებით) 133 მლნ. დოლარი დაჯდა, პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა (ოფიც. მონაცემებით) 200 მლნ. დოლარი, "მშვიდობის" ხიდის აგება (ოფიც. მონაცემებით) 38 მლნ. დოლარი, ამასთან, კონკურენტული გარემოს შექმნის მიხედვით საქართველო (139 სახელმწიფოს შორის) 93-ე ადგილზეა. საკუთრების დაცვის მიხედვით (139 სახელმწიფოს 120-ე ადგილზე, ეროვნული დაგროვების ინდექსთა მიხედვით (139 სახელმწიფოს შორის) 110-ე ადგილზე, ბიზნესის დახურვის შესაძლებლობების მიხედვით (139 სახელმწიფოს შორის) 105 -ე, ხოლო დემოკრატიის ინდექსთა მიხედვით (167 სახელმწიფოს შორის ) 103 -ე ადგილზე.

ამავე სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2003 წელს 2 მლრდ. დოლარი,2012 წელს კი 14 მლრდ. დოლარი ჰქონდა.

მონაცემების თანახმად, ძალოვანი სტრუქტურების მიერ უდანაშაულოდ მოკლულთა ოდენობა (სია იზრდება გამოძიების კვალობაზე) 60-ზე მეტია, მოსახლეობის ოდენობასთან შეფარდებით პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე, ხოლო მოსახლეობის ოდენობასთან შეფარდებით პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე.