„საქართველო უნდა გადარჩეს, ღირებულებები მოიცდის“

„საქართველო უნდა გადარჩეს, ღირებულებები მოიცდის“

რა იკვეთება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნაბიჯებში? რატომ აუნთეს „წითელი“ ირაკლი ღარიბაშვილს? რა მიზნით ჩამოვიდნენ რეალურად ევროპარლამენტარები საქართველოში, ვინ არიან მათი „დანოსშიკები“ და რამდენად რეალურია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საფრთხე და ომში ჩათრევის? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge-ს საკუთარ პოზიციას უზიარებს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

ქალბატონო მაია, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას? ხელისუფლების და ოპოზიციის ქმედება საზოგადოების ნაწილის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივად ფასდება. ეს აფერხებს დეპოლარიზაციას, რაც ევროპის მოთოვნათა სიაშია და ორივე მხარის სახელმწიფოებრივ საკითხებზე შეთანხმებას. ორივე მხარე საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. რატომ უჭირს პოლიტიკურ სპექტრს სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად სვლა?

- ის, რომ ნებისმიერი ქვეყანის ხელისუფლებას და ოპოზიციას გარკვეულ საკითხებზე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული ხედვებიც ჰქონდეთ, ეს ჩვეულებრივია. სხვა ქვეყნის პარლამენტებშიც ვხედავთ დაპირისპირებებს, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია უნიკალურია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თვალით დანახული ოპოზიცია უნიკალურია - აბსოლუტურად მართული გუნდია კონკრეტული გეგით და არა ოპოზიციური ამოცანებით. ჩვეულებრივ, ოპოზიციის ამოცანაა, პირველ რიგში, იმუშაოს პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში და აქ, ჩვენი ოპიზიცია ძალიან ჯიუტობს. დღესაც ვაჭრობდა - შესულიყო-არშესულიყო. არ იციან უნდა შევიდნენ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა ნაწილმა. მეორენი - ისინი შესულები არიან, მაგრამ პრაქტიკულად, საკანონმდებლო საქმიანობას არ ეწევიან. ნებისმიერი ოპოზიცია ცდილობს, შემდეგ არჩევნებზე ხელისუფლებაში მოვიდეს, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას თვითონ შიგნით განსხვავებული ღირებულებები აქვს. მათ არ აქვთ ღირებულებითი ერთობა და არც შეიძლება ჰქონდეთ. ეს არის საოცრად ეკლექტური ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნის გარშემო ერთიანდება. მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება, ნებისმიერი ფორმით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რადგან არჩევნების გზით ვერაფერს მიიღებენ. მათ მიმართ საზოგადოების ნდობა ყოველწლიურად ეცემა. ამიტომ ოპოზიცია უფრო მეტად იკვრება, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს, სხვა პერსპექტივას პირადი ცხოვრების მოწყობისას, ვერ ხედავენ. ამიტომ გაალმასებულები ერთ მუშტად იკვრებიან ეს 1%-იანი პარტიები, ეს უავტორიტეტო ოპიზიცია. ერთადერთი მიზანი აქვთ - დასავლეთის დახმარებით როგორმე ხლისუფლებაში მოვიდნენ, რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით. აქედან გამომდინარე, 10 წელია თითქმის ქვეყანა სულ რყევებშია. მათ უნდათ ძალაუფლება და არა ხელისუფლება. უნდათ კომფორტული ცხოვრება, პრივილეგიები.

ანუ ფარსია მათი მხრიდან ქვეყნის დასავლურ კურსზე და ევროინტეგრაციაზე აპელირება?

- რა თქმა უნდა. ეს არის უბრალოდ მანტრა, რომელსაც იმეორებენ. ეს არის აკვიატება, პოპულარული აკვიატება, როგორც „1984“-ში - ომი მშვიდობაა. ამათ ევროპული უნდათ სათქმელად, ოღონდ თვითონაც არ იციან, რომელ ევროპულ ღირებულებაზე საუბრობენ. როდესაც აშშ-ის ელჩი მოსამართლეს პირდაპირ უგზავნის თავის წარმომადგენელს, მიდის გადაწყვეტილების გარჩევა და შედეგად ხდება მოსამართლის დასჯა, ამაზე ოპოზიციას რეაქცია არ აქვს. ნებისმიერ სხვა სიტუაციაში კი სასამართლო რეფორმაზე საუბრობენ. როგორ შეიძლება სასამართლო რეფორმაზე საუბრობდე და ამაზე რეაქცია არ გქონდეს?! როგორ შეიძლება ლიბერალი გერქვას, დაირქვა (არანაირი ლიბერალები არ არიან) და „დებიძინიზაცია“, ანუ ადამიანის ამ ქვეყნიდან საერთოდ წასვლა მოითხოვო. მისი ქონების სანქცირებაზეა საუბარი, როცა ქონების ხელშეუხებლობა ლიბერალიზმის საფუძველია. ესენი მხოლოდ საუბრობენ ლიბერალიზმზე, სინამდვილეში ნეობოლშევიკები არიან, საოცრად დაუნდობლები. განსხვავებული აზრის აბსოლუტური მიუღებლობა და ერთადერთი წყურვილი აქვთ - ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ძალაუფლება და პრივილეგიები უნდათ. აი, ეს არის მთელი მაგათი დასავლური ზღაპარი. ოპოზიციამ უნდა დახვეწოს ხელისუფლება კონკურენციაში, შენიშვნებში, მაგრამ რასაც ვხედავთ, აქ პოლიტიკა აღარ არსებობს. ეს პროცესი პოლიტიკის მიღმაა.

ამიტომ ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები, რომ პროცესი პოლიტიკის მიღმაა? საერთოდ, რას იტყვით მათ ვიზიტზე?

- ეს ვიზიტი მარტო საქართველოში არ არის, როგორც ვიცი, აზერბაიჯანშიც გაგრძელდება. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გული ძალიან გაგვიტეხეს რეზოლუციაზე ხელმოწერით. ეს იყო, ფაქტობრივად, ფაქტებისგან დაცლილი მათი აღქმები და სურვილები. რეზოლუცია იყო, ფაქტობრივად, ბრძანება. თუნდაც იგივე იმ ქალბატონმა, ენა რომ მოიტეხა - დებიძინიზაციაო. ე.ი. პერსონაზე ამბობს, რომ ქვეყანა მის გარეშე უნდა იყოსო. გეგონება ბიძინა სადამ ჰუსეინია, ეს ხომ სრული სიგიჟეა. როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ და ყველაფდერს ხედავ, ამ დროს ადამიანი, რომელიც გონზე არ არის საქართველო რა არის, უცებ იმ ადამიანს გითანაბრებს ჰუსეინთან, რომელიც არის შენ ქვეყანაში ყველაზე მეტი ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი. 10 წელი ომი არ გვქონია. ეს წლები ჩვენ ამ ჯახირში გავიარეთ. მან შეძლო, გარკვეულწილად, დაებალანსებინა ორივე მხარის ინტერესები. აბა, რა იყო კოჰაბიტაცია?! ამის ხათრით მოვითმინეთ ყველაფერი. ივანიშვილი იყო პირველი, ვინც დაბალანსებაზე მიდიოდა და ვინც გააკეთა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოკვდა, თორემ გამწარებული ხალხი ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ფაქტობრივად, ივანიშვილმა დაიცვა ისინიც და დღეს ეს პერსონა ლამის კადაფის რანგში აჰყავთ. ამბობენ, ის უნდა წავიდეს, საქართველო დატოვოს, რომ მერე როგორმე ხელში ჩავიგდოთ ძალაუფლებაო. ეს წარმოუდგენელია. ეს ევროპარლამენტარები ჩამოდიან და ხვდებიან ისევ იმ „დანოსშიკებს“, იმ „ანონიმშჩიკებს“, რომლებიც იციან და რომლებმაც საქართველოზე ცუდის წერის და გაგზავნის მეტი, არაფერი იციან - არასამთავრობოებს ვგულისხმობ.

ღიად ჩანს, რომ ეს კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გავლენის აგენტები არიან.

- რა თქმა უნდა. იმის ნაცვლად, რომ ისინი ჩამოვიდნენ და შეხვდენენ თუნდაც საზოგადოებაში არსებულ მორალურ ავტორიტეტებს, ამას არ აკეთებენ. მათგან არასამთავრობო ორგანიზაციას ვერ გააკეთებენ, რადგან გრანტს ვერ მიიღებენ იმ სტრუქტურებიდან. იქ მხოლოდ გავლენის აგენტები იღებენ დაფინანსებას. არის საზოგადოებაში პიროვნებები, რომელთანაც შეიძლება შეხვედრა, მაგრამ ვხედავ ეს ნაწილი მთლიანად გამოცლილია. ამ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე „ოცნებამაც“ არ იზრუნა. დაგვრჩა ცალკეული მორალური ავტორიტეტები, რომლებსაც ვხედავთ ტელევიზიებში, როდესაც რაღაც ძალიან კრიტიკული ხდება. მაგრამ, რაზეა საუბარი, საერთოდ ევროპარლამენტარს რა უნდა მოჰკითხო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება და იმის მაგივრად, რომ მას გასჩენოდა სურვილი შეხვედროდა ჩხიკვაძეს, ისევ ტელევიზიით გამოვარდა, ამის ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლებაო. გავოგნდი. ის, რომ კელი დეგნანს არ აინტერესებს, გასაგებია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს არც უფიქრია, შეხვედროდა თუნდაც ყაველაშვილს, სოზარ სუბარს. პოლარიზაციაო... პოლარიზაციის გაზრდა არ არის ის, რომ შენ, პრეზიდენტიც კი, არ ხვდები ლაშა ჩხიკვაძეს. იმის მაგივრად, რომ დაიცვა და განგაში ატეხო, ეს რა ხდება, თურმე როგორი ზეწოლაა მოსამართლეზე, გამოდიხარ და ამბობ, ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლებაო. ძალიან გულდაწყვეტილი ვუყურებ ამ პროცესებს. ბავშვს რომ ეტყვი, არ იცი, შენთვის რა ჯობიაო, ასეა. მექმნება შთაბეჭდილება, რომ 2012 წელს გარკვეული მოლაპარაკებები იყო. გასაგებია, ხელისუფლებები ისე არ იცვლება. ფაქტია, მოლაპარაკებები იქნებოდა და ვფიქრობ, ივანიშვილს მართლა ორი არჩევნები მისცეს. ეტყობა, პირობა იყო - პრაქტიკულად უვნებლად უნდა შეენარჩუნებინა „ნაცმოძრაობის“ ძირითადი ბირთვი, რაც მოხდა კიდეც.

ეს იყო სააკაშვილის დასავლელი ლობისტების მოთხოვნა?

- კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ, სააკაშვილი ვეღარ გააგრძელებდა მართვას. ამას რაღაც უბედურება მოყვებოდა. უკვე შეუძლებელი იყო, სააკაშვილს ვეღარც შენიღბავდი. ამიტომ, ჩემი აზრით, მისცეს ორი ვადით საშუალება და შემდეგ ის უნდა დაებრუნებინა.

ასე ძალიან რატომ სჭირდება დასვლეთს სააკაშვილის და ნაციონალების მმართველობა?

- იმიტომ, რომ მორჩილები არიან. ქვეყანა მთლიანად მათზეა მინდობილი. უფლებას აძლევენ, როგორც რეზერვაციაში მყოფ ინდიელებს, რაც გინდათ გააკეთეთ, გაერთეთ, ოღონდ, როცა საჭირო იქნება, თქვენ კოცონზე დაგწვავენ, რადგან მსხვერპლი ხართ. აბა, რისთვის გიხდით ამხელა ფულს, რატომ გიჭერთ მხარს... ხომ ნახეთ, ურსულა ფონ დე ლაიენმა თქვა, უკრაინელები იღუპებიან ევროპული იდეის გამო, ანუ ხალხი კვდება იმიტომ, რომ ჩვენთან უნდათო. ასეთი სიგიჟე... დასავლეთი ერთ ნაბიჯს არ დგამს, სიტყვას არ ასველებს, როგორმე მშვიდობიანად დასრულდეს ეს ყველაფერი. გაგიგიათ ერთი სიტყვა რომელიმე ევროპარლამენტარისგან? თვითონ ჯოზეფ ბორელმა თქვა, რუსეთ-უკრაინის საკითხი უნდა გადაწყდეს ომის ველზეო. წარმოუდგენელ რაღაცას ვუყურებთ. ასეთი მილიტარიზაცია, რაც ეხლა ხდება, წარმოუდგენელია, ავღანიზაციაა შუაგულ ევროპაში.

კონსტიტუციით საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. პრეზიდენტის პოზიცია მოსამართლე ჩხიკვაძესთან მიმართებაში მოქმედი კონსტიტუციის ცალსახად იგნორირებაა?

- რა თქმა უნდა. შერჩევითი მიდგომაა. ფაქტობრივად, პრეზიდენტიც, ამ შემთხვევაში, იმ მონურ მორჩილებაში შედის. გამოდის, პრეზიდენტი ითვალისწინებს უცხოელებთან ურთიერთობის პრინციპებს და არა საკუთარი მოსახლეობის ტკივილს, დაჩაგვრას, თუნდაც ზეწოლას, რაც წარმოუდგენელია. კი, ბატონო, პრეზიდენტი არის გარანტი, თითოეული ადამიანის უფლების, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის. მეორე - პრეზიდენტი ხვდება მედიის წარმომადგენლებს და ცალსახად, ყოველგვარი მტკიცებულებების და ბრალის გარეშე „ალტ ინფოს“ არ პატიჟებს - სხვანაირი შეხედულებები გაქვთო. გამოდის, ზურაბიშვილი იმ ნაციონალების პრეზიდენტიც არის, რომლებმაც ლანძღეს, რა არ უწოდეს, მაგრამ ახალგაზრდების საკმაოდ სოლიდური ჯგუფის პრეზიდენტი - არა. თვითონ ეწევა დისკრიმინაციას, რაღაზე ვისაუბროთ. იგივე ამერიკის საელჩოსთვის „პოსტ ტვ“-ია მიუღებელი. რატომ? ფორმალურადაც არ იცავენ ზრდილობის წესებს. ურთიერთობის ეტიკეტის დაცვა ფორმალურადაც არ ხდება. სადაც აშშ-ის ელჩი იმას ამბობს, მე ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატის წერილი ბოლომდე არ წავიკითხე, მეტი შურაცხყოფა რა გინდა.

ექსპერტი გია ხუხაშვილის შეფასებით „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო...

- ხუხაშვილი, საიდანაც უნდა, ქოთანს ყურს იქედან მოაბამს. იყო პერიოდი ინტერესით ვუსმენდი. ახლა არ ვუსმენ, რადგან ის ძალიან განწყობებით მუშაობს, თან საკმაოდ ცვალებადი განწყობები აქვს. პიროვნულად არც ვიცნობ და არც შეურაცხყოფას ვაყენებ, უბრალოდ, ჩემთვის მისი ხედვები აღარ არის საინტერესო. თუ ხმა ამოიღე, რატომ დამარტყიო - ეს სპეცოპერაციაა?! ფაქტობრივად, ეს გამოდის. დავუშვათ, თუ ქმარმა ცოლი დაჭრა და ქალმა ხმა ამოიღო, ეს სპეცოპერაციაა, შეტევაა?! ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში დაუდგეს გვერდში თავის ქვეყნის მოსამართლეს, რომელიც დამოუკიდებლობას იცავს, ეს სპეცოპერაციაა?! იუსტიციის საბჭოს ყოფილ წევრებს ვუსმინე. საოცარი რაღაცები თქვეს და რა, ხუხაშვილმა არ იცის, რომ ეს ასეა? მე ვიცი.

შეიძლება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაიძაბოს? ბოლო დროს ხშირად ისმის, ანტიამერიკული რიტოტიკა და სკანდალად ფასდება ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებები.

- ეს ანტიამერიკული რიტორიკა არ არის. აშშ-ის ელჩის არადიპლომატიური საქციელი ხელს ძალიან უწყობს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციას, თუნდაც იმით, რომ მხოლოდ მედიის ნაწილი დაპატიჟო და თან, მხოლოდ იმ ნიშნით, რომ შენ გაქვს პირადი სიმპათიები და ეტიკეტი ფორმალურადაც არ დაიცვა. მეორე - როდესაც დაფინანსება ხდება არასამთავრობო სექტორის, რომელიც პირდაპირ ღიად გამოდის ხელისუფლების შეცვლის განცხადებებით და ღიად შედის პოლიტიკაში. არადა, შენ გიწერია, რომ პოლიტიკური საქმიანობა დონორმა არ უნდა დააფინანსოს. ამერიკას აქ ფავორიტები ყოველთვის ჰყავდა. მაშინ მეჩვენებოდა, რომ მათ უნდოდათ იმის მოსმენა, რაც სურდათ, მაგრამ დღეს სხვა რამეს ვხედავთ - როდესაც ერთი მუჭა ოპოზიცია ძალაუფლებისთვის ჭკუიდან არის გადასული და შენ მხოლოდ იმას უჭერ მხარს და ქართულ საზოგადოებას არ უწევ ანგარიშს, დეპუტატის წერილს ბოლომდე არ კითხულობ, ბოდიში და აზრიც აღარ გამოვთქვა? მე პარტიული არ ვარ და არც „ოცნებასთან“ ვარ კავშირში, მაგრამ გული მისკდება, როცა ასეთ ცალმხრივ მიდგომას ვხედავ.

ჩემს თვალწინ ჩაიარა ბოლო 30 წლის ისტორიამ. არჩეული პირველი პრეზიდენტი ვინ ჩამოგვიგდო, ხომ არ იცით? ის, რომ აშშ-ის საელჩო შევარდნაძის შეცვლაზე პირდაპირ მუშაობდა, ის 6 თვეც სწორედ მათ წაართვეს - იგორ ივანოვის ჩამოყვანა, ეს იყო... იმ სიტუაციაში რუსეთიც ხბოს აღტაცებით უყურებდა ამერიკას, როცა თვითონაც თხასავით გაყიდული იყო. შევარდნაძისთვის 6 თვის არდაცლა, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება იყო. მესამე - ახლა ვუყურებთ, როგორ ცდილობს შეგიცვალოს ხალხის არჩეული ხელისუფლება. ამ დროს სრული დებილი უნდა იყო, არც უნდა გეწყინოს, არც შეიმჩნიო და ამას ტაში დაუკრა. უსამართლობას ხომ აქვს საზღვარი. ამიტომ არის დიდი გაღიზიანება აშშ-ის მოქმედი ელჩის მიმართ. ხალხი შეშფოთებულია იმ თავხედობით, რომელსაც „ნამესტნიკი“ - დიღმის ცეკა ახორციელებს. ელჩის და მისი გუნდის ეს ქცევები დიპლომატიისგან მთლიანად გამოშიგნულია. ე.ი. თუ საზოგადოება ხმას იღებს, ის არავის ესმის, არ აინტერესებს; „ოცნებამ“ თუ თქვა, ეს უკვე სპეცოპერაციაა. ნახეთ, სოც ქსელებში რა ამბავია იმის გამო, რომ უკვე ზღვარგადასული ჩარევაა სახელმწიფოს საქმეებში და მთლიანად, ქვეყნის ცხოვრებაში. ე.ი. ომში უნდა ჩაერთოთო. აბა, ახლა, წვრთნის და აღჭურვის პროგრამაო... ვის უნდა ამ გაგანია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე წვრთნების ჩატარება, ეს ხომ გასაგებია. ჩვენ ხომ სულელები არ ვართ. საბჭოთა განათლებიდან მოვდივართ და გააზრების უნარი გვაქვს. ჩვენ მათი საზოგადოებისგან განვსხვავდებით.

დავუბრუნდეთ 12-პუნქტიან გეგმას და მის ვადაში შესრულებას. საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები ცდილობენ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ მაგიდასთან დასხან პოლარიზაციის შესამცირებლად. ფაქტია, დეოლიგარქიზაცია, ერთ-ერთი-პუნქტი, ნაცებისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან წასვლასთან ასოცირდება. ეს დეოლიგარქიზაციასთან კავშირშია?

- რა თქმა უნდა. როგორც კი პრემიერმა თქვა, რომ საქართველო ომში არ ჩაერთვება, მაშინვე ვთქვი, ღარიბაშვილს წითელი აუნთეს-მეთქი. რა დეპოლარიზაცია, რა შერიგება, ეს ყველაფერი იმისთვისაა, როგორმე „ოცნება“ დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება ოპიზიციას გადააბარონ. სხვა აქ არაფერია. თუ არადა, მაშინ ბოლო-ბოლო, ომი იქნება. ეს არის გამოსავალი, რომლითაც უკვე ჩვეულებრივ ხელისუფლების წაგლეჯვა წავა. ომში ჩართვა და ხელისუფლების შეცვლა ერთი და იგივეა. რა 12 პუნქტი... ამ პუნქტებს თვითონ აშშ-ის ელჩი არღვევს, არადა, მოთხოვნებს შორისაა სასამართლო რეფორმა. ეს არც მიკვირს, რადგან ამ პროცესებში გარკვეულწილად ჩახედული ვარ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, დიდი ხანია ასე თავხედურად ხდება. ლაშა ჩხიკვაძეს ეყო იმის გამბედაობა, რომ ხმამაღლა ალაპარაკდა, თორემ ეს სულ ხდებოდა. ყველა, ვინც კი ჩამოდის, ცდილობს, ხელისუფლებას შეაგნებინოს, რომ ხელისუფლება გადასცეს კრიმინალების ბანდას.

ტექნიკურ მთავრობაზე სწორედ ამიტომ კეთდებოდა არასამთავრობოებიდან და ოპოზიციიდან განცხადებები? ნინო ლომჯარია სახელდებოდა ტექნიკური მთავრობის პრემიერად. ომბუდსმენი ლომჯარია, ალბათ, შემთხვევით არ დასახელებულა, მას ჰყავს ლობისტები ამ პოსტზე?

- არა, მე მგონი, ეს კომიკური არასამთავრობოები, უკვე გამოჩნდა, რომ ძალიან ბურატინოები არიან. ლომჯარიას სახალხო დამცველობაც კომიკურია.

თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ ევროპარლამენტარების ეს ვიზიტები რეალურად ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესის დაწყებას ნიშნავს?

- კი. როდესაც ღარიბაშვილმა და ჩვენმა ხელისუფლებამ ომში ჩართვაზე უარი განაცხადა, გასაგები იყო, რომ მუშაობა დაიწყებოდა აქ ხელისუფლების ცვლილებაზე. რა სტრატეგიული პარტნიორი, სასაცილოა ეს ყველაფერი, ჩვენ ვართ ინსტრუმენტი და დღეს ინსტრუმენტი პატრონს აუჯანყდა - როგორია?!  ეს პროცესი მიმადინარეობს ჩვენს თვალწინ და ჩვენ თუ ამაზე ხმას ვიღებთ, გვიბრაზდებიან, საერთოდ ხმას რატომ იღებთო. საკუთარი პრეზიდენტი გიბრაზდება, ამაზე ხმას რატომ იღებო... რატომღაც ფიქრობენ, რომ იციან, რა სჭირდება ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ომი არ სჭირდება. საქართველო უნდა გადარჩეს. ომი და საქართველოს დაღუპვა, ეს სინონიმებია. თუ ომში ჩაგვითრიეს როგორმე, ამას ხელისუფლების ცვლილება მოყვება და ეს საქართველოსთვის დაღუპვაა. თუ ელჩი და დამოკიდებულებები შეიცვლება და განმარტებები გაკეთდება, რატომ მოხდა ეს ამხელა ლაფსუსები, კიდევ შეიძლება ამ ურთიერთობის შენარჩუნება, თუ არადა, ეს ურთიერთობები უკვე განწირულია. საქართველოს, ალბათ, გადასახედი აქვს თავისი ადგილი და მოსაპოვებელი, ანუ დასაბრუნებელი სამხრეთ კავკასიაში, რასაც ძალიან გონივრულად მიყვება ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ა.შ. ეს არის ჩვენი გადარჩენის საკითხი. საქართველოს ისტორია ყოველთვის ესეთი იყო. ზოგჯერ საძულველ მტერთან მოძებნიდა დიპლომატიურ კავშირს, რათა გადარჩენილიყო. დღეს, მე თუ მკითხავთ, ევროპა ღირებულებებისგან დაცლილია, არაფერი გააჩნიათ ლგბტ პროპაგანდის მეტი. დღეს ჩვენთვის ღირებულებებზე მეტად მნიშვნელოვანი, გადარჩენაა. ნომერ პირველი საკითხი ყოველთვის არის გადარჩენა, ღირებულებები მოიცდის. აქედან გამომდინარე ღირებულებებს საქართველოს არსებობა არ უნდა შეეწიროს, ისიც - ფსევდო ღირებულებებს. დღეს ევროპას თავად აქვს ღირებულებითი კრიზისი. საქართველოს გადარჩენა არის უმთავრესი. ჩვენ გვაყენებენ ეგზისტენციალური საფრთხის - არსებობის საფრთხის წინაშე. ამიტომ ვამბობ, საქართველო უნდა გადარჩეს, ღირებულებები მოიცდის.

trampi ვაააა მალადეც ქალო მალადეც
ასეთი პირდაპირ სათქმელი დაჟე ზაზა შათირიშვილს არ უთქვია ...
ყველაფერი კარგადა სთქვა
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კი ძალიან კარგი ქალია, ჯერ-ჯერობით მსჯელობაში წუნს ვერ მოუძებნი. ისე ალტ-ინფოს უყურე ხანდახან, იქ ყოვლ მე3-4 დღეს არის პირდაპირ ეთერში! თითონაც ღია მხარდაჭერას უცხადებს ალტ-ინფოს!
1 წლის უკან
amo ყველაფერი ხელის გულზე დევს. ქართველო მარტო ხარ, ცივი გონებით ქმედების დროა.
1 წლის უკან
trampi amo

აბა რას ამბობ მარტო კი არა ვართ, გარშემო მიიხედ--მოიხედე ... ამერიკის თამადობით, ქვეყნის მეგობრები გვახვევია..........
ოღონდ მტერს მასეთი მეგობრები..........
ისე კი ............ ისტორიაში საქართველოს მეგობარი მართლა არ ჰყოლია
ან იქნებ ყავდა და მე არ ვიცი??
...მომეხმარეთ საქართველოს მეგობრის მოძებნაში ...................
ისე ..მე ჩვენ ებრაელებს და იეზიდებს ვცემ პატივს!!!
1 წლის უკან
trampi amo

აბა რას ამბობ მარტო კი არა ვართ, გარშემო მიიხედ--მოიხედე ... ამერიკის თამადობით, ქვეყნის მეგობრები გვახვევია..........
ოღონდ მტერს მასეთი მეგობრები..........
ისე კი ............ ისტორიაში საქართველოს მეგობარი მართლა არ ჰყოლია
ან იქნებ ყავდა და მე არ ვიცი??
...მომეხმარეთ საქართველოს მეგობრის მოძებნაში ...................
ისე ..მე ჩვენ ებრაელებს და იეზიდებს ვცემ პატივს!!!
1 წლის უკან