„ვერ იტყვი, რომ ქვეყნის ვექტორი შეიცვალა, რადგან ვექტორი უბრალოდ არ არსებობს“

„ვერ იტყვი, რომ ქვეყნის ვექტორი შეიცვალა, რადგან ვექტორი უბრალოდ არ არსებობს“

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, რასაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხი მოჰყვა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას არ იცნობს და მასზე ვერ ისაუბრებს. ელჩის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს „ჭორები“, რადგან არ იცის, რაზე საუბრობს ის.

„ევროპარლამენტარებს ვუთხარი, რომ როცა ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება, მე მას პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ, ეს ჩვეულებრივად მიიღეს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ 20 ივლისს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, რაზეც პასუხად მოისმინა, რომ მისი ეს კრიტიკა მიღებულია.

„მე დავაყენე ეს საკითხი და ვუთხარი, რომ ჩემთვის, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის და ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელია, რომ რომელიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იყოს მსგავსი ტიპის რიტორიკა და ჩარევა და ჩემი კოლეგისგან, ბატონი მაკალისტერისგან მივიღე პასუხად, რომ ეს კრიტიკა მიღებულია და ისინი ამის შესახებ დაელაპარაკებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. 

მე ჩემს განცხადებაში ვიოლა ფონ კრამონი არ მიგულისხმია. შესაბამისად, ქალბატონმა ვიოლამაც კარგად იცის, იმიტომ რომ ჩემს პირისპირ იჯდა. მე ზუსტად ეს ვუთხარი, რომ როცა რომელიმე ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, მე მას პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ, ეს ჩვეულებრივად მიიღეს (ევროპის პარლამენტის საგარეო) კომიტეტის წევრებმა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. როცა შენ შეიძლება დაგიძახონ მოღალატე ან რუსეთის ინტერესების გამტარებელი, მაშინ მე მაქვს უფლება ამას ასევე მძაფრად ვუპასუხო და შესაბამისად, ეს მათ ვუთხარი, ეს ჩვეულებრივად იქნა მიღებული, აღქმული.

მთავარი საუბრის თემა იყო საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოების საკითხები და როგორ შეიძლება ეს მძიმე ვითარება, რაც რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა, არ იყოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი. მაკალისტერის მხრიდან იყო განცხადება გაკეთებული, რომ ეს ომი საქართველოზე არ გადმოვიდეს, რადგან ევროკავშირის ინტერესებში არ არის, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს“, - განაცხადა სამხარაძემ.

მსგავს მიმართვებს, განცხადებებს და ურთიერთბრალდებებს ვისმენთ მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებას“ სამი დეპუტატი - მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი გამოეყო. მათი თქმით, დასავლეთთან დაკავშირებით ისაუბრებენ სიმართლეს, რის შესახებაც საჯაროდ ცნობილი არ არის. ამის ფონზე კი ვხედავთ, ეს ურთიერთობა უკვე სხვა, უფრო დაძაბულ ფაზაში გადადის. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცალკეული დეპუტატების მხრიდან დასავლეთის კრიტიკა მიუღებელია. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ რიგებიდან გამოყოფილი დეპუტატები რეალურად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას აჟღერებენ. 

„საქმე ამ სამ დეპუტატში არ არის, არც მათ განცხადებებში. ის, რაც ახლა ხდება, შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს მათი პირით ილაპარაკოს. პრეტენზიები პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“ ვერ იქნება, რადგან დეპუტატებმა უმრავლესობა დატოვეს, მაგრამ რეალურად, ეს ყველაფერი აღიქმება ისე, რომ ესაა სპეციალურად გათამაშებული სცენარი და სწორედ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ არ აიღოს, ეს გადაანაწილა ამ სამ დეპუტატზე. 

არასასიამოვნოა, როდესაც ეს ადამიანები ასეთი განცხადებებით გამოდიან, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ თავისი პოზიცია შეფარულად გამოხატოს და ხელს უწყობს ანტიდასავლური ისტერიის გაჩაღებას ქვეყანაში, ეს ასე იქნება აღქმული არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთაც. არავის სჯერა, რომ ეს სამი დეპუტატი დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ ყველაფერს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს. ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებას თავად ერიდება, მაგრამ ჯერჯერობით პრორუსული განცხადებების გაკეთებაც არ ხდება. ამიტომაც, ვერ იტყვი, რომ ქვეყნის ვექტორი შეიცვალა, რადგან ვექტორი უბრალოდ არ არსებობს. „ქართული ოცნება“ არის ლოდინის რეჟიმში და ელოდება იმას, თუ როგორ განვითარდება საგარეო ფრონტზე პროცესები, ეს არის უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე. არ არის დარწმუნებული, რომელი მხარე გაიმარჯვებს და ცდილობს იყოს ნეიტრალური. პოზიციის რეალური უქონლობა გვაფიქრებინებს, რომ თუ უკრაინაში რუსული ძალა იმარჯვებს, „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლობის და დასავლური ვექტორის შემანარჩუნებელი არ არის“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ფილოსოფოსი ზაზა ფირაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად, დასავლეთი საკუთარ პოზიციაში ყოველთვის პრინციპულია და ეს ჩანს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებშიც.

„ჩვენ ახლა სერიოზულ ბრძოლაში ვართ და დახმარება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოდის შავი ტალღა, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა წალეკოს. ევროკავშირისგან მივიღეთ ზუსტად ის პასუხი, რაც უნდა მიგვეღო. რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მოენიჭებინათ საქართველოსთვის, მაგრამ დასავლეთი გარკვეულ პრინციპებს იცავს. მან კარგად იცის, თუ ერთ პრინციპს ერთხელ მაინც უღალატებს, ამას შესაბამისი ეფექტი ექნება. ამდენად, ის არ ღალატობს მის პრინციპებს და პირდაპირ გვეუბნება, „ეს 12 რამ შესასრულებელი გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გაღიარებ ევროკავშირის კანდიდატად“. დასავლეთის ამ მოსაზრებაში გასაკვირი არც არაფერია“, - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა For.ge-სთან.

 

 

დემეტრე საინტერესოა ფირალიშვილი შავ ტალღაში ვის გულისხმობს??? მე მაგალითად ასე წარმომიდგენია, ზაზა ფირალიშვილის შავ ტალღას მიყვება ( და არა მოყვება) ჩამუხლული და გაბოროტებული, ხოლო დიდი წვალებით მოდის სუფთა ტალღა ...
1 წლის უკან
trampi შეკითხვა მაქვს
მეც ყაველაშვილივით კითხვები უნდა დავსვა, იქნებ ზოგზოგებმა(ჩლუნფგებმა და ჩათლახებმა) ეგრე უფრო გაიგონ

ეს ამერიკა წლების მანძილზე ჯარის შექმნა, შეიარაღება მოდერნიზაციაში რატო გვეხმარებოდა, როგორ გგონიათ???,???/
აი სამხედრო ტეხნიკაო ................
.აი ერთობლივი წვრთნებიო .............
აი ამერკაში სამხედრო სასწავლებლებში ჩვენი ოფიცრების სწავლებაო..
აი შეიარაღებისთვის კრედიტებიო
პლიუს აქ ჩამოდიოდნენ, ასწავლიდნენ და კიდევ ათასი სხვა რამ
მერე როგორ გგონიათ ამ ყველაფერს ამერიკა საქართველოში რატო აკეთებდა?? დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის თუ გრუზინები პუტინისგან დაცულები იყვნენ და კარგად იცხოვრონო, იმაზე ფიქრობდნენ??
ვისაც ესე ეგონა თავიდანვე დებილები იყვნენ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეხლა ხომ კარგად გამოჩნდა თუ რატომაც იხარჯებოდნენ ჩვენზე -------------------------როცა მათ დასჭირდებოდათ იმათი გულისთვის უნდა დავხოცილიყავით
ეხლა მაინც ჰაააასკაცააა??/..
ბიჯოოო...................... მაგათ საქართველო მთელი თავისი ისტორიით, სუ ქინძზე არ ეკიდათ და ეხლაც არ კიდიაათ?/
მაგათ ჩვენ გარკვეულ დრომდე რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებოდით და ეხლა, როცა მათ საქმეს დასჭირდა ---- უნდა შეგვახოცონ რუსებს...
თავიდანვე ეგ იყო მათთვის ჩვენი ფუნქცია --მოვალეობა ............... ჩვენ მაგათ სხვა არაფერში ვჭირდებოდით
(ეგ მაგათმა მარკ მალენმა პირდაპირ გვითხრა კიდეც)
ჰოოოდა ................... ეხლა რომ ჩვენ მაგათ დაკრულზე რუსებს ტანკ ქვეშ არ ვუვარდებით, გიჟებს გვანან ............ იმიტომაც გვიტევენ ყველა მხრიდან
ამდენი ფულები დაგახარჯეთ და როგორ თუ არ გვიჯერებთო
მოკლედ ეგენი უფრო გაგიჟდებიან ..................ხუმრობა ხომ არაა, ამდენი ფულები ტყუილად დავხარჯეთო, ამბობენ
იმიტომაც გადმოვიდნენ შტურმნით შეტევაზე....იმიტომაცაა ელჩი რომ ნაგლობებს აღარ ერიდება და სულ ფეხზეც ვკიდივართ
მოსკოვიდან პრავერკაზე ჩამოსულ რევიზორივით გვექცევა....დაჟე გაცილებით უარესად
ეხლა გაძლებაზე ვართ....
პირდაპირ ბომბს ვერ დაგვკრავენ ................ნაცების დასაბრუნებელ რევოლუციას ვერ მოაწყობენ.............. ...ჰოოდა სიტუაციის გადასატეხად შეიძლება ვიღაცა გააგორონ .....
აი ჩიტს მერე დაიჭერენ, თანაც ძალიან დიდს
1 წლის უკან
trampi ბენ ჰოჯესი:

რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს - საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის? - არ ვამბობ, რომ დროა, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს

ვააა ესენი ვერ არიან კარგად......რუსეთის სახე კარგა ხანია ვიცით როგორიცაა..... კარგა ხანი.
...ეხლა სინამდვილეში თქვენი ჩათლახი სახე გამოჩნდა ვინცა ხართ და როგორებიცა ხართ
თან ჩვენი დახოცვის ხარჯზე უნდა გაიგოოთ რუსეთი ვინცაააა??
...ჩვენი დახოცვის გარეშე დღემდე არ იციით რუსეთი ვინცააა???..
...მაშინ ჩლუნგები ყოფილხართ
1 წლის უკან
trampi აი ამნაირი ჩათლხებისგან მოდის საქართველოს ომში ჩართვის იდეები
თან სათქმელსაც პირდაპირ გვეუბნება.............. თუ არა ეომებით გაააბრაზეთ მაინც პუტინიო
თან ამბობს------------ რა თქმა უნდა ჩვენ ამ ომში არ ჩავერთვებითო..........თქვენ იომეთო, რუსეთს მაინც უკვე არაფრის ტრაკი აღარ ააქვს, ვერ მოგერევათო....
ბიჯოოოოო....................
მაშ ეს ჩათლახი არააა?...... მთელ დასავლეთს პუტინი ოპტომ ტირობს დედას და ეს კიდევ პუტინს არაფრის ტრაკი აღარ ააქვს, მიდით გაუტრაკეთო
ძაღლი ისე არ მოკვდება კატამ ყურში ჩააკუოსო.....ჩვენ რუსეთისთვი ერთი გაზმორება ვართ, განა უკრაინასავით 48 მილიონი ვართ
არა რააა................ ჩათლახი ჩათლახია!!!!
1 წლის უკან