„დავუშვათ, ღარიბაშვილი გადადგა, მიტინგზე ხდება მთავრობის დაკომპლექტება? ლეგიტიმაცია ვისგან აქვთ? ხალხის სახელით რომ ლაპარაკობენ, „ოცნების“ მხარდამჭერები არ ჰყავს?!“

„დავუშვათ, ღარიბაშვილი გადადგა, მიტინგზე ხდება მთავრობის დაკომპლექტება? ლეგიტიმაცია ვისგან აქვთ? ხალხის სახელით რომ ლაპარაკობენ, „ოცნების“ მხარდამჭერები არ ჰყავს?!“

რეალურია თუ არა მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ მოთხოვნილი ტექნიკური მთავრობის შექმნა და რამდენად შეესაბამება აქციის ორგანიზატორების სურვილი კონსტიტუციას? როგორც საზოგადოებისთვის 24 ივნისს ცნობილი გახდა, შოთა დიღმელაშვილმა ხელისუფლებას აქციიდან ორი მოთხოვნა წაუყენა - გადადგეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 3 ივლისიდან პერმანენტული აქცებით იმუქრებიან. ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „სირცხვილიას“ მიერ მოთხოვნილი ტექნიკური მთავრობის შექმნა აბსურდია, რადგანაც მსგავსი ჩანაწერი, ჯერ ერთი, კონსტიტუციაში არ არსებობს. მეორეც, ასეთი მთავრობის დაკომპლექტება მხოლოდ პარლამენეტის და მთელი პლიტიკური სპექტრის საერთო შეთანხმების შედეგად უნდა მოხდეს, რომელსაც ისევ „ოცნება“ თუ დაამტკიცებს. ამიტომაც გაუგებარია რას ითხოვენ აქციის ორგანიზატორები და ვინ აკომპლექტებს ამ მთავრობას.

არის თუ არა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ტექნიკური მთავრობის შემქნდა რას შემთხვევაში იქმნება ასეთი მთავრობა, რამდენად რეალურია ასეთი მოთხოვნა?

- მიტინგზე გაკეთებული მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, სრული აბსურდია. თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი მოთხოვნები სიახელს არ წამოადგენს. 30 წლის განმავლობაში ტექნიკური მთავრობის შექმნაზე საუბარი მრავალჯერ ყოფილა, თუმცა რეალურად ეს არასდროს მომხდარა. ტექნიკურ მთავრობაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ დიდი პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს. ფაქტობრივად, ეს გარდამავალ პერიოდში ხდება, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა ძალაუფლებას მეორე პოლიტიკურ ძალას აბარებს, ან ტექნიკური მთავრობა ყალიბდება მას შემდეგ, როდესაც ქვეყანაში რევოლუცია ხდება. როცა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას გადატრიალების შედეგად ხელთ იგდებს, მას ხალხის ლეგიტიმაციამდე ტექნიკური მთავრობის შექმნა სჭირდება - მაშინ იქმნება დროებითი მთავრობა.

როდესაც „ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აქვს და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე არის გადასული, გამოდის, რომ ტექნიკურ მთავრობასაც, თუკი ასეთი პოლიტიკური შეთანხმება მოხდება, ისევ „ოცნება“ დააკომპლექტებს? ანუ მაინც უმრავლესობის თანხმობაა საჭირო?

- კი ბატონო, ანუ გამოდის - მომიტინგეები „ოცნებას“ სთხოვენ, ხელისუფლება ნებაყოფლობით გადმოგვეცი და თან, პარლამენტში უმრავლესობა რომ გაქვს, იმით დაგვიმტკიცეო. ანუ კონსტიტუციის მიხედვით, თუკი ასეთი მთავრობა შეიქმნება, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთობლივად უნდა შეთნხმდეს. შემდეგ კი მათი დამტკიცება მინიმუმ 76 დეპუტატის თანხმობით უნდა მოხდეს. პარლამენტში უმრავლესობა ხელისუფლებას ჰყავს. ხაზგასმით ვამბობ, რომ „ოცნების“ გარეშე ვერც ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება მოხდება და პარლამენტის დამტკიცების გარეშე ლეგიტიმაცია არ ექნება. მეორე გზა, როგორც ვთქვი, რევოლუციური გზაა. თუ რევოლუციას აპირებენ არ ვიცი, „ოცნებას“ არ ეტყობა, რომ ძალაუფლების გადაბარებას აპირებს. ვინ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა მიტინგმა? აი, დავუშვათ, ღარიბაშვილი გადადგა, მთავრობას ამათი აზრით ვინ აკომპლექტებს? მიტინგზე ხდება მთავრობის დაკომპლექტება? ეს ხალხი არავისგან არჩეული არ არის, ლეგიტიმაცია ვისგან აქვთ? ხალხის სახელით რომ ლაპარაკობენ, „ოცნებას“ მხარდამჭერები არ ჰყავს? ეს ხალხი რას ამბობს, თანახმანი არიან?

პოლიტიკური აქტორები ასპარეზზე ჯერჯერობით არ ჩანან, თუმცა აქციის ხელმძღვანელების მესიჯები, ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ დამოუკიდებლად არ კეთდება. რა თამაშს ვადევნებთ თვალს? რა არის ოპოზიციის ტაქტიკა?

- ფარდის უკან კულისებში რომ პოლიტიკური ძალები არიან დამალულები გასაგებია, ავანსცენაზე საზოგადოების წარმომადგენლებს უშვებენ. ძალიან მაინტერესებს თავად როგორ წარმოუდგენიათ - გაჟღერდა, რომ მთავრობის შემადგენლობაში მაგალითად, გიგაური და ლომჯარია იყვნენ. არც ერთის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამას საზოგადოება რატომ მიიღებს, ან პარლამენტი ამას რატომ გააკეთებს? ამ ხალხს მთელი ქართული საზოგადეობა ენდობა? რა კრიტერიუმებით ირჩევენ, რატომ უნდა ვენდოთ მათ და არა მაგალითად სხვებს? მაშინ საზოგადოებას უნდა აუხსნან პროცედურა როგორ იქნება. არა აქვს ჩემთვის პერსონებს მნიშვნელობა, უბრალოდ, ამის გაკეთებას როგორ აპირებენ. ღარიბაშვილი თავისი სურვილით, მთავრობითვე ხელისუფლებიდან მიდის, პარლამენტი არაფერს აკეთებს და ამ მომიტინგეებს ეპატიჟებიან მობრძანდითო? ამას „ოცნება“ ღებულობს ჩვეულებრივ ამბად და მომიტინგეებს ეხვეწება ოღონდ მთავრობა დააკომპლექტეთ და რა პრობლემააო?

პოლიტიკურად ეს რას ცვლის, პროცესები როგორ შეიძლება წარიმართოს? ოპოზიციას აქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ „ოცნებას“ ასეთი დათმობაზე წასვლა აიძულოს?

- ამის არანაირი რესურსი არ აქვთ. ოპოზიცია, რაც თავი მახსოვს, ერთიდაიგივე შეცდომას უშვებს. დავიწყებ პერმანენტულ აქციებზე, რომ თუ ხელისუფლება სამში არ გადადგება, ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყებაო. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი არსად წასვლას არ აპირებს. თუ გადადგება, ახალ პრემიერს უმრავლესობა დაამტკიცებს და დიღმელაშვილს არავინ შეეკითხება. რაღაცა გამოცდილება რომ არ იყოს, კიდევ ჰო. დღეს პოლიტიკაში „ნაციონალების“ სახე პოლიტიკური ძალაა, რომლის ხელისუფლების დროსაც პერმანენტული აქციები კი არა, შუა ქალაქში კარვები იყო გაშლილი. საზოგადოებაში და თავად ოპოზიციაში სააკაშვილის და მისი ხელისუფლების სახლში გაშვებაზე იმხელა კონსენსუსი იყო, ახლა იმის ნახევარიც არ არის.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილი 2009 წელს ხელისუფლებიდან არ წავიდა. უბრალოდ, პროცესებს წაუუყრუეს და მუხტი გააქრეს. ნუ იპოდრომზე გაჩეჩილაძეებმა ხალხი რომ შეკრიბეს და მერე დაშალეს, მაგაზე აღარ ვსაუბრობ. მოკლედ რისი თქმა მინდა, მსგავსი მუხტის ნახევარიც კი არ არის დღეს. აბა, ახლა კითხვა მაქვს ოპოზიციასთან - „ოცნება“ ხელისუფლებიდან რატომ უნდა წავიდეს?

2012 წელს ივანიშვილი რომ არა, დღეს, ალბათ, სად ვიქნებოდით და სად იქნებოდა ეს ხალხი, არავინ იცის. ამიტომ სულ მიკვირს ამ ილუზიებს რატომ ყვებიან. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთელ ამ ამბავს დიღმელაშვილი და მაქარაშვილი გეგმავენ. მასეთი მიამიტებიც არ ვართ. თუ პერმანენტული აქციები დაიწყეს და მთავრობა არ გადადგა, რას აპირებენ პარლამენტში შევარდნას? 2003 წლის ამბები უნდა გაიმერონ აქეთ მიდიან? მაშინდელი ვითარება რა იყო და ახლა რა არის, განსხვავებას ვერ ხედავენ? არ  ახსოვთ ცალკე რუსეთიდან ივანოვი რომ ჩამოვიდა და ცალკე ბეიკერი? ეს ხომ ყევლაფერი შეთანხმებული ამბავი იყო. შევარდნაძე წასასვლელად მიზეზს ეძებდა და დაგეგმა კიდეც. ახლა „ოცნება“ სადმე წასვლას აპირებს? რამე მსგავსი ეტყობა? ან ვინმეს ახლა აქ რევოლუციური სცენარებისთვის სცხელა? ცოტა რომ დაფიქრდნენ და ასე სასაცილოდ თავი არ გაიხადონ, არ ჯობს?

ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციას იმ ევროპარლამენტრების იმედი აქვს, რომლებმაც რეზოლუციაში დეოლიგარქიზაცია ჩაწერეს. ფიქრობენ დასავლეთიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდება და ის იძულებული გახდება ძალაუფლება დათმოს?

- ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ და არ ვიცი რისი იმედი აქვთ. დასავლეთი ქართველი ხალხის გარეშე არაფერს არ იზამს. თუ დაინახეს, რომ ხალხი არაფერს აკეთებს, ასე ღიად არავინ არაფერში ჩაერევა. ოპოზიციამ თუ პერმანენტული აქციები დაიწყო, ზაფხული ძალიან მკვდარი სეზონია. ეს იმით დამთავრდება, რომ იმ მუხტს, რაც გაჩნდა, საბოლოოდ ჩააქრობს. ოპოზიციას მარათონული და პოზიციური ბრძოლა სჭირდება. მთავრობის გადადგომაზე კი არ უნდა იბრძოლონ, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ამას შემდეგ რა გაგრძელება ექნება და ტაქტიკურად როგორ გადანაწილდება, ეს უკვე სხვა თემაა. ამ თემებში ოპოზიციას ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერა ექნება.

თუ საქმე სხავგვარად წავიდა, მხარდაჭერა არ ექნებათ. ხელისუფლება რასაც ლაპარაკობს, რომ ოპოზიციას გადატრიალება უნდა, წინა პლანზე ამათი განცხადებების გამო ეს უფრო წინ წამოვა. ოპოზიცია მარტო, მხარდაჭერის გარეშე დარჩება, შევარდნებს და რევოლუციებს ვერ გაითამაშებენ. ეს სცენარი არ გამოვა. „ოცნებას“ შევარდნაძესავით სისტემური რყევა არ აქვს. ჯარი, პოლიცია, საჯარო სექტორი, ყველა ემორჩილება. ჰყავთ საკუთარი მხარდამჭერები, რომლებიც გულზე ხელდაკრეფილები არ დასხდებიან. შევარდნაძის დროს სხვა კონსენსუსი იყო, თავად საზოგადოებაში და ეს ყველაფერი სცენარი კარგად იყო დადგმული.

ლაზი აცადეთ იმ ხალხს, ლომჯარია - გიგაურის მთავრობას რომ ითხოვს. მანჯგალაძე აკლია მაგ სასტავს, ნაცვლიშვილი, ხოშტარია და ბუაძე. ნათელაშვილი ხომ დააბერეთ, ისე, რომ ქვეყნის მართვა არ აღირსეთ.
1 წლის უკან
amo ლაზი ბატონო, მე მგონი სრულყოფისათვის ხაბეიშვილიც უნდა დაემატოს მაგ სასტავს.
1 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ხარბ ბეი შვილი. ბეი მაგის დედაც.
1 წლის უკან
trampi ეეეეეიიიიიიიიი ვისი სახელით ლაპარაკობენ და ...........ფირმანი აქვთ მაგათ ფირმანი
დათვს თავში ურტყავდნენ და ეს რა ბრახი ბრუხაო............ისეა ამ მკითხავების საქმე
1 წლის უკან
trampi ზემლიაკ
ჩემი ნაწერი წაიკითხეე.??.........
1 წლის უკან