თამარ ჩიბურდანიძე: საქსტატის მონაცემები ქორწინება-განქორწინებაზე, ახალგაზრდებში ოჯახური ღირებულებების დეგრადაციაზე მიუთითებს. ეს არის ლიბერალიზმის შედეგი

თამარ ჩიბურდანიძე: საქსტატის მონაცემები ქორწინება-განქორწინებაზე, ახალგაზრდებში ოჯახური ღირებულებების დეგრადაციაზე მიუთითებს. ეს არის ლიბერალიზმის შედეგი

პარტია ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის პირველი ნახევრის დემოგრაფიულ მონაცემებს, ქორწინება-განქორწინებაზე სოციალური ქსელით ეხმიანება და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს.

ექსპერტის თქმითვე, საქსტატის მონაცემები ქორწინება-განქორწინებაზე, ახალგაზრდებში ოჯახური ღირებულებების დეგრადაციაზე მიუთითებს, რაც ლიბერალიზმის შედეგია. 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2025 წლის პირველი ნახევრის დემოგრაფიული მონაცემები ქორწინება-განქორწინებაზე, რის მიხედვითაც 6 თვეში 9 924 ქორწინება და 6 859 განქორწინება დარეგისტრირდა. ეს არის საგნგაშო მონაცემები, რადგან ქვეყნის სტაბილური დემოგრაფიული განვითარებისთვის ქორწინებათა რაოდენობა 2,5-ჯერ უნდა აღემატებოდეს განქორწინებათა რაოდენობას.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში გადავაწყდი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პოლიტიკურად ანგაჟირებულ სტატუსებს. სამარცხვინოა მათი ქმედება! შეიძლება დემოგრაფია არ გესმოდეს, მაგრამ ამ ციფრების შემხედვარე იმას მაინც უნდა მიხვდე, თუ რატომ არიან ჩვენი ახალგაზრდები ოჯახის მიმართ ასეთი გულცივი? მეეჭვება, რომ ისინი ამას ვერ ხვდებოდნენ. ხვდებიან, მაგრამ საკუთარ დანაშაულს ღიად ხომ არ აღიარებენ?

საქსტატის მონაცემები ქორწინება-განქორწინებაზე, ახალგაზრდებში ოჯახური ღირებულებების დეგრადაციაზე მიუთითებს. ეს კი იმ ლიბერალიზმის შედეგია, რომელსაც ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები ასე იცავენ და რისთვისაც წირავენ ჩვენს ახალგაზრდებს. ლიბერალიზმის 25 წლიანმა - ბატონობამ საქართველოში ეს შედეგი მოგვიტანა. ეს კი მთელს ორ დემოგრაფიულ თაობას მოიცავს, რომლებიც დაიბადნენ და ფსიქო-ემოციურად ჩამოყალიბდნენ ამ პერიოდში.

სიმართლე კი ის არის, რომ ლიბერალური ღირებულებებით გაზრდილი ახალგაზრდები ოფიციალურ ქორწინებას თავისუფალ თანაცხოვრებას ამჯობინებენ და ოჯახური ვალდებულებებისგან თავს იკავებენ. და თუკი ვინმემ გადაწყვიტა დაოჯახება, მათი ნაწილიც ქორწინების რეგისტრაციას და ჯვრისწერას თავს არიდებს.

რაც შეეხება განქორწინებათა რაოდენობის ზრდას, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. აქ ჩანს სწორედ ლიბერალიზმის გაბატონებული “პირადი უფლებების” უპირატესობა და ჯვრისწერის საიდუმლოთი უფლის წინაშე ნაკისრი ოჯახური ვალდებულებების უგულებელყოფა. 

ბევრი ცდილობს, ეს ყველაფერი მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობას მიაწეროს. თითქოს ახალგაზრდებს არა აქვთ დაოჯახების საშუალება. აქაც არის სიმართლე. ფინანსები, დასაქმება და საბინაო უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა წყვილისთვის, მაგრამ უმთავრესი აქ ოჯახის ინსტიტუტისადმი პატივისცემაა. განქორწინებათა რაოდენობის ზრდა სწორედ ამაზე მიუთითებს. მსოფლიო გამოცდილებით, ოჯახები ნაკლებად ინგრევა უფულობის გამო. განქორწინება მეტწილად ერთმანეთისადმი უპატივცემულობის და ოჯახისადმი გულგრილი დამოკიდებულების შედეგია, რაც საბოლოოდ შობადობაზე და გენოფონდზე აისახება. 

საქსტატის ამ საგანგაშო მონაცემების შეცვლა ხელისუფლებას ეროვნული პოლიტიკით სურს, მაგრამ თუკი საზოგადოებაც მასშტაბურად არ ჩაერთო ამ პროცესში ახალგაზრდებთან სხვადასხვაგვარი აქტივობებით, შედეგი არ გვექნება. ძალიან რთულია უკვე სხვა იდეოლოგიით გაზრდილი თაობის მენტალობის შეცვლა, მაგრამ ერთობლივ მუშაობას ყოველთვის აქვს შედეგი და მჯერა, ჩვენ ამას შევძლებთ,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

კანუდოსელი პატივისცემის მიუხედავად, არ გეთანხმებით, ქალბატონო თამარ. ლიბერალიზმი ყველაზე ბოლო შეიძლება იყოს ოჯახის შექმნისგან თავის არიდებისას. უმთავრესი არის მასობრივი უმუშევრობა ქვეყანაში. რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის საზღვარგარეთ გადახვეწა თავის გადასარჩენად. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია 30 წელს გადაცილებული ხალხისთვის. მერწმუნეთ, ჯენზი თაობა და ლიბერალური მიდგომები არ არის უმრავლესობაში.
1 საათის უკან
დოი დიდ ქალაქებში უფრო ხშირია განქორწინება,ვიდრე რეგიონებში.შეუწყვეთ ხელი ახალგაზრდებს,გაეცით სერიოზული თანხები ყოველ დაბადებულ ბავშვზე და კანონით აიკრძალოს განქორწინება,სხვაგვარად არ იქნება შედეგი...უხარიათ ქორწილები,ტაშ-ფანდურები,ოჯახური პასუხისმგებლობები კი,ბოდიში მომიხდა და ფეხებზე ჰკიდიათ! ურჩევნიათ ღამე ბარებში წოწიალი,ვიდრე ოჯახურ გარემოში ყოფნა.ამიტომ კანონია საჭირო როგორც დაუქოეწინებლებზე,ისე დაქორწინებულები,იმუშავეთ იურისტებმა და გამონახეთ გზა!
1 საათის უკან
ტერეზა 85 ჩარლი კერკირის დაფინანსება
გამარჯობა ყველას,
უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩარლი კერკირი ჩემს გზაზე დააყენა.
მე მქვია ტერეზა და ფერმერი ვარ.
თუ რაიმე ფინანსური საჭიროება გაქვთ ან ფინანსურ სირთულეებს განიცდით, დაუკავშირდით ამ შესანიშნავ ჩარლი კერკირს და სრულად კმაყოფილი დარჩებით. მან ახლახან დამეხმარა მცირე თანხით, 50,000 ლარით, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტია.
ის კეთილი ადამიანია; მისი წყალობით შევძელი ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ვალების გადახდა.
თუ მცირე სესხი გჭირდებათ, დაუკავშირდით მას და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი ფინანსური ტრავმა დასრულდა.
ელ. ფოსტა: charlykerkir@gmail.com
გმადლობთ

თუ საქართველოდან არ ხართ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ.
23 წუთის უკან