"ქართულ კინოში თითქმის არ არის ასახული საქართველოს ისტორია...მრავალტანჯული ერეკლე ჩანს "მაია წყნეთელში", რომელსაც მაიას მეზარბაზნე ბიჭები იხსნიან ომში..."

მეფე ერეკ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დის­კუ­სია არ წყდება. გან­ხილ­ვა აქ­ტი­უ­რად მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ასე თი რამ თქვა: "ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, - ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინ­და­თო?.."

დისკუსიას ეხმაურება ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, რომელიც "ფეისბუქზე" წერს:

"ერეკლეს თაობაზე წიაღსვლებმა მე პირადად ერთ რამეზე დამაფიქრა. ქართულ კინოში თითქმის არ არის ასახული საქართველოს ისტორია.საბჭოთა კავშირის დროს ქართულმა კინომ ორი გმირი გვაჩუქა - სააკაძე და ბაში-აჩუკი. სააკაძეზე (რომელიც მართლაც რომ საკამათო ფიგურაა) ფილმი 1942 წელს გადაიღეს, - გაგანია ომის, გაგანია სტალინიზმის დროს, და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ჩემი აზრით, ამ ფილმის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი არის "რუსი მოდის," ანუ გარე მხსნელი არსებობს და ის ოდესღაც მოვა. ბაში-აჩუკში გარე მხსნელი არ ჩანს, მაგრამ (ისევე როგორც სააკაძეში) ჩანს მთავარი მტერი ირანის სახით. ეს არის და ეს. გამოჩენილ მეფეებზე (დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე) ფილმები არ გვაქვს. მხოლოდ ისევ მრავალტანჯული ერეკლე ჩანს "მაია წყნეთელში," ოღონდ მართლაც საცოდავ და ტანჯულ მეფედ ჩანს, რომელსაც მაიას მეზარბაზნე ბიჭები იხსნიან ომში. კიდევ ჩანს სერიალში "წიგნი ფიცისა," მაგრამ ამ ფილმის სერიოზულად განხილვა საერთოდ არ ღირს.გასაგებია რატომაც არ გადაიღეს ასეთი ფილმები საბჭოთა კავშირის დროს; ცენზურა და პროპაგანდა ზოგადად მეფეების (კლასობრივი მტრების) განდიდებას ერიდებოდა. თუკი მეფეებზე ფილმებს იღებდნენ, ისინი რუსები იყვნენ. არარუსი მეფის განდიდება, არარუსული ნაციონალიზმის საფრთხეს უკავშირდებოდა, რომ გადაეღოთ გვარიანი პროპაგანდა იქნებოდა, "წიგნი ფიცისას" სტილში და რატომ არ გადაიღეს დამოუკიდებელ საქართველოში? - არ ვიცი, მაგრამ იქნებ კარგიცაა რომ არ გადაიღეს, რადგან საბჭოთა კავშირი კი დაინგრა, მაგრამ მისი გავლენა ყველაზე მეტად, მგონი, სწორედ ისტორიაზე იგრძნობა - ყველაფრის შავ-თეთრ ტონებში აღქმა, პათეტიკურობა და დრამა ქვინობა".