"ბოლო დღეებში უცნაურ შეტყობინებებს გზავნიდა" - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ტეხასის სკოლაში 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი მოკლა და რა ფოტოებს აქვეყნებდა "ინსტაგრამზე"

აშშ-ში, ტე­ხა­სის შტატ­ში, ქა­ლაქ უვალ­დეს და­წყე­ბით სკო­ლა­ში 18 წლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა თავ­დამ­სხმელ­მა 21 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, რო­მელ­თა შო­რი­საც 19 ბავ­შვია, ხოლო 2 მას­წავ­ლე­ბე­ლი. გარ­დაც­ვლი­ლია თავ­დამ­სხმე­ლიც, მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეს­რო­ლეს.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე სალ­ვა­დორ რა­მო­სია, რო­მე­ლიც ამა­ვე ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. რო­გორც მე­დია წერს, მას ახა­სი­ა­თებ­დნენ, რო­გორც "მშვიდ ადა­მი­ანს.“

გა­მო­ცე­მა sky-ის ცნო­ბით, სალ­ვა­დორ რა­მო­სის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბოლო პოს­ტე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ბიჭ­მა ია­რა­ღი მას შემ­დეგ იყი­და, რაც 18 წლის გახ­და.

სალ­ვა­დორ­მა სკო­ლა­ში შეჭ­რამ­დე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან თა­ვის ბე­ბი­ას ეს­რო­ლა, რო­მე­ლიც გა­დარ­ჩა. მან სკო­ლის შე­ნო­ბას თა­ვი­სი მან­ქა­ნა შე­ა­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც სის­ხლი­ა­ნი დარ­ბე­ვა და­ი­წყო.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. მო­ტი­ვის პოვ­ნის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ თავ­დამ­სხმე­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ორ ან­გა­რიშს. შტა­ტის სე­ნა­ტო­რი, რო­ლანდ გუ­ტი­ე­რე­სი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ზარ­დი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მი­ა­ნიშ­ნებ­და შე­საძ­ლო თავ­დას­ხმა­ზე.

CNN-ის ცნო­ბით, რა­მოს­მა, თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, თა­ვის ყო­ფილ თა­ნაკ­ლა­სელს გა­უგ­ზავ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ჩან­თა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

"მე ვკი­თხე, ძმაო, რა­ტომ გაქვს ეს? მან კი მი­პა­სუ­ხა, - "ნუ ინერ­ვი­უ­ლებ, მე ახლა ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლი ვარ, ვერც კი მიც­ნობ“, - იხ­სე­ნებს ბი­ჭის კლა­სე­ლი. კი­დევ ერთი კლა­სე­ლი ამ­ბობს, რომ რა­მო­სი სრო­ლის და ასე­ვე საბ­რძო­ლო თა­მა­შის, Call of Duty-ის ფანი იყო.

რო­გორც "ვა­შინგტონ პოს­ტი“ წერს ბავ­შვო­ბა­ში ის ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო. გა­მო­ცე­მას­თან რა­მო­სის ზო­გი­ერ­თი ნაც­ნო­ბი ამ­ბობს, რომ ბიჭს ბავ­შვო­ბა­ში დას­ცი­ნოდ­ნენ სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, ასე­ვე ტან­საც­მლის გამო.

"ნიუ იორკ პოს­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელს ჰქონ­და "ინ­სტაგ­რა­მის" ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ერთ "სელფ" ფო­ტოს და ასე­ვე ია­რა­ღე­ბი­სა და სხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ამ­სახ­ველ მრა­ვალ სუ­რათს.

ერთ ფო­ტო­ზე, სა­დაც ორი შაშ­ხა­ნაა აღ­ბეჭ­დი­ლი, მან მო­ნიშ­ნა ქალი, ხოლო შემ­დეგ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა: "მად­ლო­ბე­ლი იყა­ვი, რომ მოგ­ნიშ­ნე.“ ქალი, რო­მელ­საც ეს მე­სი­ჯი მის­წე­რა, ამ­ტკი­ცებს, რომ ბიჭს სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და და ამ­ბობს, რომ ჰკი­თხა, რა­ტომ მო­ნიშ­ნა ია­რა­ღის ფო­ტო­ზე. სამ­შა­ბათს, დი­ლით ქალ­მა მი­ი­ღო კი­დევ ერთი მე­სი­ჯი, სა­დაც ეწე­რა - "მე ვა­პი­რებ“, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მან კი­დევ ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო - "მე პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო მაქვს.“

რო­დე­საც ქალ­მა ჰკი­თხა, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და, მან უპა­სუ­ხა, რომ ღა­მის 11:00 სა­ა­თის შემ­დეგ ეტყო­და. თუმ­ცა ქალი ამ­ბობს, რომ ჩა­ე­ძი­ნა და მის­თვის აღარ უპა­სუ­ხია.

"ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვუ­პა­სუ­ხე, იყო ის, რომ მე­ში­ნო­და მისი. ვი­სურ­ვებ­დი, რომ არ და­მე­ძი­ნა, რათა თუ რა­ი­მეს მე­ტყო­და, და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ არ ჩა­ე­დი­ნა ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი. ის უცხო იყო, არა­ფე­რი ვიცი მის შე­სა­ხებ“, - ამ­ბობს ქალი.