საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, მომდევნო სეზონიდან ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანური კლუბის ფეხბურთელი გახდება. ინფორმაცია დე ლაურენტისმა კლუბის ოფიციალურ რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა.
არსებული ცნობებით, კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სრულფასოვანი ფეხბურთელია“, - განაცხადა დე ლაურენტისმა.
კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლის შესახებ ბოლო თვეებში აქტიურად წერდა იტალიური პრესა, თუმცა ოფიციალური პირების მხრიდან ეს ინფორმაცია აქამდე არ დადასტურებულა.