„ჰამბურგი“ გიორგი ჩაკვეტაძეს არ გამოისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, ქართველი ფეხბურთელის გერმანული მომავალი უკვე გადაწყვეტილია.
„მიუხედავად „პადერბორნთან“ გატანილი გოლისა (1:2), ჩაკვეტაძემ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 52 წუთი ითამაშა. „გენტიდან“ იჯარით ზამთარში დამატებულმა ფეხბურთელმა თავდაპირველად კარგი ნიშნები აჩვენა, მაგრამ უკვე ნათელია, რომ „ჰამბურგი“ მასთან თანამშრომლობას არ გააგრძელებს“, - წერს გავლენიანი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „ჰამბურგის“ რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. მას „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.