ოქტომბერში ჩატარებულ გამოკითხვაში, თუ ვინ გახდებოდა NBA-ს გამარჯვებული, ლიგის გენერალური მენეჯერების 83%-მა დაასახელა, რომ „ბრუკლინ ნეტსი“, დღეს კი ის პირველი გუნდია, რომელიც პლეი-ოფს პირველივე 4:0 ანგარიშით გამოეთიშა.
ბევრი თვლიდა, რომ ეს შურისძიება იყო შარშანდელი მარცხისთვის პლეი ოფში, რომელიც გამოვიდა. სრული სიგიჟეა და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ბოსტონ სელტიკსისა“ და „ბრუკლინ ნეტსის“ დაპირისპირებაში პლეი ოფის მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობას 4 მატჩი გადაწყვეტდა, თუმცა ეს ასე მოხდა!
კევინ დურანტი ბევრს ეცადა, მაგრამ მის წინააღმდეგ მეტოქე გუნდმა კარგი დაცვა ითამაშა, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა. უდოკას გუნდმა პირველი სამი პერიოდის განმავლობაში 4-4 ქულით იმარჯვა და დასკვნით მეოთხედს 12-ქულიანი ფორით შეხვდა. ბოლო 12-წუთეული ერთადერთი აღმოჩნდა, რომელის სტივ ნეშის შეგირდებს თამაშის შემოსატრიალებლად შანსად ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა, ბოლო რამდენიმე წუთში ტეიტუმის გარეშე დარჩენილ „ბოსტონს“ მხოლოდ 8 ქულა გაუქვითეს და საბოლოოდ 112:116 დამარცხდნენ და NBA-ს პლეი ოფის პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ.
მარცხის მიუხედავად საუკეთესო კევინ დურანტი იყო. ამერიკელმა ფორვარდმა 46:39 წუთში 39 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მას ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი სროლების 40% იყო ზუსტი და ცოტა უკეთ რომ ესროლა, ვინ იცის იქნებ მისი გუნდისთვის პირველი გამარჯვება მოეპოვებინა.
33 წლის კალათბურთელმა 31-დან 13 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 11-დან მხოლოდ 3 სამქულიანი და 20-დან 10 ორქულიანი. საჯარიმო ხაზიდან 11-ჯერ ისროლა და 10 ჩააგდო. კევინმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო, +- მაჩვენებელი კი -6 ჰქონდა.
გამარჯვებული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტეიტიმი იყო. ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა პარკეტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარა, რადგან 6 პერსონალური ფოლი მიიღო და ბოლო წუთებში საკუთარ გუნდს ვეღარ ეხმარებოდა, მაგრამ ამ დროში 29 ქულის, 3 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოასწრო.
ამრიგად, ბოსტონი ახლა მომავალი მეტოქის მოლოდინშია, რომელის „მილუოკი ბაქსისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების სერიაში NBA-ს მოქმედი ჩემპიონი მეტოქეს 3:1-ს ამარცხებს.