„იუვენტუსი“ და დი მარია კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან

„იუვენტუსი“ და დი მარია კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი, ანხელ დი მარია, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და „იუვენტუსი“ მას კონტრაქტს სთავაზობს 1+1 სისტემით. არგენტინელს კი 3-წლიანი ხელშეკრულება სურს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ექრემ კონური.

ცოტა ხნის წინათ გაცხადდა, რომ პსჟ აღარ აპირებს დი მარიასთან კონტარქტის გახანგრძლივებას.

ფრანგული ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 34 წლის არგენტინელმა, პარიზული კლუბის მაისურით 22 შეხვედრაში ითამაშა, სამი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.