თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროთასის მეოთხედფინალში გავიდა. იტალიურმა გუნდმა „ლიეტკაბელისი“ დაძაბულ ბრძოლაში 75:67 დაამარცხა.
იტალიელებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს და საბოლოო გამარჯვებამდე საქმის მიყვანა მოახერხეს. ლიეტუველებმა კი ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩნენ.
ქართველმა კალათბურთელმა 24:37 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.
აქვე გეტყვით, რომ „ვირტუს ბოლონია“ მეოთხედფინალში 26 აპრილს, სტუმრად გერმანულ „ულმს“ დაუპირისპირდება.