ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაადასტურა, რომ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურული აქვს. ამის შესახებ მან იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ქართველი ფეხბურთელის, კვარაცხელიას ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მხოლოდ ბოლო დეტალები დარჩა მოსაგვარებელი. ოლივეირას შემთხვევაში უფრო მეტი დეტალია დარჩენილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე „ნაპოლის“ ფეხბურთელები გახდებიან“, - თქვა დი მარციომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი ზაფხულშია მოსალოდნელი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლელებთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.