კარანკა „გრანადას“ მთავარი მწვრთნელი გახდა

კარანკა „გრანადას“ მთავარი მწვრთნელი გახდა

„მიდლსბროს,“ „ნოტინგემ ფორესტისა“ და „ბირმინგემის“ ყოფილი დამრიგებელი, ესპანელი სპეციალიტი, აიტორ კარანკა, „გრანადას“ მთავარი მწვრთნელი გახდა - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-ვერდი.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ეს პოსტი რობერტო მორენომ დატოვა და გუნდს მისი თანაშემწე უძღვებოდა.

მოთამაშეობის დროს კარანკას 14 სეზონი გაუტარებია პრიმერა დივიზიონში. იცავდა მადრიდის „რეალისა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ ღირსებას.