გიორგი შერმადინის სუპერ თამაში ლიგა ენდესაში და MVP-ის ტიტული

გიორგი შერმადინის სუპერ თამაში ლიგა ენდესაში და MVP-ის ტიტული

ესპანეთის ლიგა ენდესაში მე-19 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ლენოვო ტენერიფემ“ „ფუენლაბრადა“ 87:74 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და თავიდან კანარიელები აგებდნენ, რაც გიორგი შერმადინის არყოფნით შეიძლება აიხსნას, რადგან როცა ქართველი პარკეტზე არ იყო, „ტენერიფეს“ არაფერი გამოსდიოდა, შემდეგ კი, როცა ის თამაშში ჩაერთო, ყველაფერი შეიცვალა.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ შერმადინი მატჩის MVP გახდა. ქართველმა ცენტრმა 23:39 წუთში 23 ქულა და 9 მოხსნა (4 შეტევაში) მიითვალა. მან 9-დან 7 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ 18 მოგებით და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 17 აპრილს, სტუმრად მალაგას „უნიკახასთან“ გამართავს.