ესპანურმა ვებგვერდმა deportevalenciano-მ ის მიზეზები გაანალიზა, რის გამოც გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობა დამკვიდრება მოახერხა. როგორც ხსენებულ წერილშია აღნიშნული, ქართველ მეკარეს მუხლჩაუხრელი შრომა დაუფასდა და „ვალენსიასთვის“ დიდებული შენაძენია. Deportevalenciano-ს სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
მძიმე შრომა ჩრდილში
„ის ჩუმად მოვიდა, გულშემატკივრებისთვის უცნობი იყო და ბორდალასი პრესეზონის პერიოდში აკვირდებოდა. სეზონის სტარტზე ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა და თასზე ართამაშიც მისთვის არცთუ ისე ადვილი იყო. თუმცა ქართველმა თავმდაბლობით განაგრძო მუშაობა და სწავლა, ახლა ამისთვის ჯილდოც მიიღო.
სილესენის ტრავმები და ხაუმეს დონე
ამ ორი ფაქტორის გარეშე მამარდაშვილისთვის ძირითადში დაბრუნება ძალიან რთული იქნებოდა. სილესენი კარგად თამაშობდა, მაგრამ ტრავმამ და შემდგომმა გართულებებმა მისი დაბრუნება გაართულა. ხაუმეს ამბავი სხვაგვარადაა - მან არაერთი შესაძლებლობა მიიღო, თუმცა ამჯერად დონე საჭირო მინიმუმზე გაცილებით დაბალი იყო.
მეკარის მნიშვნელოვანი თვისებები
მისი რეფლექსები ეფექტურია, გამოსვლებზეც კარგია. მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც არამხოლოდ კარგად იგერიებს ბურთებს, არამედ დამაჯერებლად თამაშობს. თუმცა, ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ მას ფეხით თამაშში მომატება სჭირდება. ის ძალიან მომწიფებულია თავისი ასაკისთვის და იმ ფასად, რაც „ვალენსიამ“ გადაიხადა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესანიშნავი შენაძენია“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ლა ლიგაში ჩაატარა, 2 ესპანეთის თასზე და რვაჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. „ვალენსია“ უახლოეს მატჩს „ოსასუნასთან“ 16 აპრილს ჩაატარებს, 23 აპრილს კი, ესპანეთის თასის ფინალში „ბეტისს“ გაეჯიბრება.