„ბოკა ხუნიორსის“ ნახევარმცველი ედუარდო სალვიო ყოფილ მეუღლეს მანქანით დაეჯახა. ამის შესახებ არგენტინული მედია წერს.
Ole-ს ინფორმაციით, სალვიო „ბოკას“ ვარჯიშზე არ გამოცხადდა და პოლიციაში ჩვენების მისაცემად მისვლა მოუწევს.
შემთხვევა 14 აპრილის ღამეს მოხდა. სალვიო ყოფილმა მეუღლემ მანქანაში სხვა ქალთან ერთად იპოვა. გოგონამ ფეხბურთელთან დალაპარაკება სცადა, მაგრამ ედუარდომ ამაზე უარი თქვა. 31 წლის ნახევარმცველის ყოფილი მეუღლე მანქანასთან ახლოს იდგა, ხოლო ფეხბურთელმა მანქანა დაძრა და მას დაეჯახა.
გოგონა დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მარჯვენა ფეხი აქვს დაზიანებული. სალვიოს ადგილსამყოფელი კი პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ედუარდო სალვიოს „ლანუსის“, „ატლეტიკოს“, „ბენფიკასა“ და „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში აქვს ნათამაშები. არგენტინის ნაკრების მაისური კი 14-ჯერ მოირგო.