რუმენიგე: „სიტი“ – „ლივერპული“ საუკეთესო რამ იყო, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინახავს“

რუმენიგე: „სიტი“ – „ლივერპული“ საუკეთესო რამ იყო, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინახავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველობის ყოფილი თავმჯდომარე, ლეგენდარული კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებს ინგლისური ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორ-ორი ინგლისური და ესპანური კლუბია გასული, ეს კარგად გვიჩვენებს დღევანდელი ევროპული ფეხბურთის სტატუსს. ინგლისს ძალიან ძლიერი კლუბები ჰყავს. „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ ამასწინანდელი მატჩი (2:2), საუკეთესო რამ იყო, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინახავს.“ - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გერმანული Kicker.

შეგახსენებთ, რომ პრემიელიგის ცხრილს 74 ქულით „სიტი“ ლიდერობს, „ლივერპულს“ ქულით ნაკლები მოუგროვდა.