იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტოს“ უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 95:86 დაამარცხა. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც ბოლონიელებმა 13:5 მოიგეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 28 წუთში 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ამრიგად, ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26-ს გაუტოლდა.
ეფექტიანობის ინდექსით შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ, ქულებით მხოლოდ „ტრენტოს“ წევრ დიეგო ფლაკადორის ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.
„ვირტუს ბოლონია“ 22 მოგებით და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 16 აპრილს, სტუმრად „პეზაროსთან“ გამართავს.