იბრაჰიმოვიჩი

იბრაჰიმოვიჩი "მილანს" 10 დღით გამოაკლდა

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისევ ტრავმა მიიღო და გუნდს მინიმუმ 10 დღით გამოაკლდა.

ზლატანისთვის მიმდინარე სეზონში ტრავმები არახალია და ლაზარეთში საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ამჯერად, მან დაზიანება „ტორინოსთან“ შეხვედრაში მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ 40 წლის შვედმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.