ესპანური „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოთხთა გავიდა. გიორგი შერმადინის გუნდმა თურქეთში „თოფაშ ბურსას“ დაძაბულ ბრძოლაში 74:73 მოუგო, სერიაში კი 2:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზეა.
ქართველმა ცენტრმა 25:56 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა.
აქვე გეტყვით, რომ „ლენოვო ტენერიფეს“ გარდა, ოთხთა ფინალის დანარჩენი სამი მონაწილე მოგვიანებით გაირკვევა.