ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია - ამჯერად, ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.
რომანო სატრანსფერო კუთხით ყველაზე სანდო ჟურნალისტია, შესაბამისად, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მოგვარებულია - ხვიჩას ტრანსფერს „ნაპოლი“ ოფიციალურად დაადასტურებს.
„ნაპოლი“ მომავალი სეზონისთვის ხვიჩა კვარაცხელიას და მატიას ოლივერას ტრანსფერებს ხურავს. „ტოტენჰემის“ ყოფილი სამიზნე კვარაცხელია მზადაა „ნაპოლის“ წინადადება ისე მიიღოს, როგორც მოსალოდნელი იყო“, - წერს რომანო.
შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩას „ნაპოლი“ 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაიხდის, ხოლო ხელფასის სახით ფეხბურთელს სეზონში 1.2 მილიონ ევროს გადაუხდის.