"მილანს" მარკო ასენსიოს შეძენა სურს

იტალიური „მილანი“ მარკო ასენსიოს გადაბირებას აპირებს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პაოლო მალდინიმ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

26 წლის ესპანელ შემტევს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რის გამოც „სამეფო კლუბმა“ შესაძლოა ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაყიდოს.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ „როსონერი“ ეცდება ის კიდევ უფრო დაბალ ფასში გადაიბიროს.

აქვე გეტყვით, რომ მარკო ასენსიო „რეალში“ 2016 წლიდან თამაშობს და 227 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი.