ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ვილიარეალთან“ მარცხს (0:1), „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, დამსახურებული უწოდა.
„ჩვენ დავიმსახურეთ ეს მარცხი. გუნდი კარგად ვერ გამოიყურებოდა. პირველ ტაიმში დაცვაში სიმწყობრე არ გვეყო, სახიფათო მომენტებიც ძალიან ცოტა შევქმენით. შესვენების შემდეგ ხომ საერთოდ საგიჟეთი იყო.
ძალიან გვინდოდა გატანა და ამის გამო კონტროლი დავკარგეთ. ამიტომ შეიძლებოდა კიდევ ორი გოლი გაგვეშვა.“ - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გევრდი.