სანდრო მამუკელაშვილმა

სანდრო მამუკელაშვილმა "ჩიკაგოსთან" ითამაშა, "მილუოკიმ" ადვილად მოიგო

NBA-ში „მილუოკი ბაქსიმ“ „ჩიკაგო ბულსი“ 127:106 დაამარცხა, სანდრო მამუკელაშვილს კი მცირე, მაგრამ სათამაშო დრო მაინც მიეცა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 4:20 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 2-დან 1 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

„მილუოკიში“ ყველაზე შედეგიანი ბრუკ ლოპესი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 28 ქულა შესძინა, ხოლო „ჩიკაგოში“ დემარ დეროზანმა გაიბრწყინა 40 ქულით, მაგრამ მისი გარჯა „ბულსს“ გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.

„მილუოკი ბაქსი“ 49 მოგებით და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 8 აპრილს, შინ კონკურენტ „ბოსტონ სელტიკსთან“ გამართავს, რომელსაც ზუსტად იგივე მოგება-წაგების ბალანსი გააჩნია და მეორე ადგილზეა.