deportevalenciano:

deportevalenciano: "მამარდაშვილი არა მხოლოდ მომავალი, არამედ აწმყოა"

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ deportevalenciano-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც 22 წლის კარის დარაჯის პროგრესზეა საუბარი.

ესპანური ვებგვერდი წერს, რომ მამარდაშვილის სახით „ვალენსიამ“ შემდეგი დეკადის მეკარე დაიმატა, თანაც ძალიან იაფად - მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში.

„რაც უფრო მეტი თამაში გადის, უფრო აშკარაა, რომ გიორგი მამარდაშვილი აღარ არის მხოლოდ მომავალი, არამედ აწმყოა. ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილებები პატივისცემას იმსახურებს, რადგან ის ხედავს ფეხბურთელებს ვარჯიშებზე, ესაუბრება მათ და იცის, ვის რისი მიცემა შეუძლია გუნდისთვის. ქართველი ძირითადში დამკვიდრდა და დაცვის სისტემაც ხელს უწყობს, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაუმჯობესდა. „მალიორკასთან“ მატჩიდან „ვალენსიამ“ 6 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, მაშინ, როდესაც კარში მამარდაშვილი არ იყო. ახლა ყველა ლოგიკით რთულად წარმოსადგენია, რომ გიორგი აღარ იყოს ძირითადი შემადგენლობის მეკარე.

„რაიო ვალეკანოსთან“ თუ ითამაშებს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ესპანეთის თასის ფინალამდე არაფერი შეიცვლება და ფინალში ის თამაშებს. მამარდაშვილი აგრძელებს თამაშს და პროგრესირებას. „ვალენსიამ“ უნდა დაგეგმოს არა მხოლოდ მოკლე და საშუალოვადიანი პერსპექტივები, არამედ უფრო გრძელვადიანიც. მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად, რაც საბოლოოდ მამარდაშვილში გადავიხადეთ, შესაძლოა ვიპოვეთ მომდევნო ათწლეულის მეკარე, რომელიც კარგ დონეზეა და რომელსაც მომატების შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს“, - წერს ესპანური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 15 თამაში ჩაატარა და კარი მშრალად რვაჯერ აქვს შენახული, რაც შესანიშნავი შედეგია. მაგალითისთვის, იასპერ სილესენმა ასევე 15 თამაშში გოლი მხოლოდ სამჯერ არ გაუშვა. სხვათა შორის, გავიხსენოთ ალბანეთთან მატჩიც, რომელშიც გიორგიმ გოლი ასევე არ გაუშვა და ამ შემთხვევაში მშრალი მატჩების რაოდენობა 6 გამოვა. გიორგის „ვალენსიას“ რიგებში 477-წუთიანი მშრალი სერია აქვს.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიას“ 30 ტურში 41 ქულა და მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 11 აპრილს, სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ გამართავს.