„იუვენტუსის“ ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მიზანი ცნობილია

„იუვენტუსის“ ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მიზანი ცნობილია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „იუვენტუსის“ მთავარი სამიზნე „რომას“ ნახევარმცველი, ნიკოლო ძანიოლო იქნება. - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, ტურინელებმა უკვე ორჯერ გამართეს ფეხბურთელის წარმომადგენლებლთან შეხვედრა.ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, გაახანგრძლივებს თუ არა ძანიოლო კონტრაქტს დედაქალაქურ კლუბთან.

მიმდინარე სეზონში ძანიოლომ „რომას“ მაისურით ყველა ტურნირში 33 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.