AS მამარდაშვილზე:

AS მამარდაშვილზე: "კონსოლიდირებული ქართული კედელი"

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში „კადისთან“ (0:0) ავტორიტეტულმა გამოცემა As-მა 8 ქულით შეაფასა და უფრო მეტი „ღამურების“ რიგებიდან მხოლოდ ომარ ალდერეტემ დაიმსახურა.

გიორგის „ვალენსიაში“ 477-წუთიანი მშრალი სერია აქვს და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

„კიდევ უფრო კონსოლიდირებული ქართული კედელი. სინამდვილეში, სილესენის დაბრუნების მიუხედავად, მისი ძირითადში დარჩენა ბორდალასის მხრიდან არც ისე მნიშვნელოვან ნდობაზე მოწმობს. მან ნეგრედის ძლიერი თავური მოიგერია, გარდა ამისა, მაღალ ბურთებსა და გრძელ პასებში საიმედო და უსაფრთხო იყო“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მე-15 თამაში ჩაატარა და კარი მშრალად რვაჯერ აქვს შენახული, რაც შესანიშნავი შედეგია. მაგალითისთვის, იასპერ სილესენმა ასევე 15 თამაშში გოლი მხოლოდ სამჯერ არ გაუშვა. სხვათა შორის, გავიხსენოთ ალბანეთთან მატჩიც, რომელშიც გიორგიმ გოლი ასევე არ გაუშვა და ამ შემთხვევაში მშრალი მატჩების რაოდენობა 6 გამოვა.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიას“ 30 ტურში 41 ქულა და მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 11 აპრილს, სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ გამართავს.