უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი: კარასინმა შეაქო საქართველო - თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი: კარასინმა შეაქო საქართველო - თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, „ტვიტერის“ გვერდზე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდას“ დაჰპირდა. თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?“ - წერს ნიკოლენკო „ტვიტერზე“ ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს საგარეო უწყება ჰყავს მონიშნული.

შეგახსენებთ, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია". მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი".

amo საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს მეტი პასუხიმგებლობა მოეთხოვება.
3 წლის უკან
9gramm გეთანხმებით AMO . ახლა ომია და უკრაინის მთავრობის კრიტიკას თავს ვარიდებთ. დრო მოვა და დაისმება ბევრი (მათთვის უხერხული) შეკითხვა. მოუწევთ პასუხის გაცემა.
3 წლის უკან