რეჯეფ ერდოღანი: ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ - ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ

რეჯეფ ერდოღანი: ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ - ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსული გაზის შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს.

„ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ. ამასთანავე, რუსეთთან ერთად ატომურ ელექტროსადგურს ვაშენებთ. ამ საკითხს განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სენსიტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

Ninja და ამას ამორალურს ვერ უბედავს ზელენსკი, ჩვენ გვნახა დაბალი ღობე
3 წლის უკან