ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს. Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები აპირებს ევროპის ქვეყნებს უფრო მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდოს.
აშშ-ის მიზანია მიმდინარე წლის ბოლომდე კონტინენტი 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზით მოამარაგოს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მიზანია ევროპა რუსულ გაზზე რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული გახდეს და ოფიციალურ მოსკოვს შანტაჟის საშუალება არ მისცეს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა დადო პირობა, რომ წელს ორი მესამედით შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას სხვა ქვეყნებიდან იმპორტითა და განახლებადი ენერგიის რესურსების გაფართოების საშუალებით.