მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა თაობაზე განახლებული ინფორმაცია ვრცელდება.
კერძოდ, როგორც BBC-ი იუწყება, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სროლის შედეგად, შესაძლოა, 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული მარიუპოლის თეატრში, რომელიც ასობით ადამიანის თავშესაფარი იყო.
„თვითმხილველებისგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში, რუსული თვითმფრინავისგან დარტყმის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა", - ნათქვამია მარიუპოლის მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის თეატრი 16 მარტს დაბომბეს. თეატრს თავს ასობით ადამიანი აფარებდა, რომელთა უმეტესობა ბავშვები და ქალები იყო.