ტუშაევის შემდეგ ანზორ ბისაევი:  ვინ არის კადიროვის

ტუშაევის შემდეგ ანზორ ბისაევი:  ვინ არის კადიროვის "მარჯვენა ხელი" და რა საქმეებს ასრულებინებენ მას - "ახმატ-გროზნის" მეთაური ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში გაუშვა

თით­ქმის ყო­ველ დღე, უკ­რა­ი­ნუ­ლი და და­სავ­ლუ­რი მე­დია "ძლე­ვა­მო­სი­ლი რუ­სუ­ლი არ­მი­ის" ე.წ. ელი­ტუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბის უმო­წყა­ლოდ გა­ნად­გუ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, იტყო­ბი­ნე­ბი­ან, სად, რო­მელ რა­ი­ონ­ში გა­ა­ნად­გუ­რეს ჩე­ჩენ­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის მიერ გა­პი­ა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, რო­მელ­თა სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა­შიც, მი­სი­ვე თქმით, მი­ლი­არ­დო­ბით რუბ­ლია ჩა­დე­ბუ­ლი.

მარ­თა­ლია, პუ­ტი­ნი­სა და მისი ფა­ვო­რი­ტის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბი კვლა­ვაც იმ ხაზს მიჰ­ყვე­ბი­ან, რომ მათი არ­მია უძ­ლე­ვე­ლია და რუს სამ­ხედ­რო­ებს "უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ხა­რუ­ლით იღებს", თუმ­ცა რუ­სეთ­შიც საკ­მა­ოდ ბევ­რს აქვს ინ­ფორ­მა­ცია, იმის შე­სა­ხებ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე უკ­რა­ი­ნის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის პი­რის­პირ, ისი­ნი ერ­თა­დერთ რა­მეს ფლო­ბენ - რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, არც ეს არის ეფექ­ტი­ა­ნი.

ინ­ტერ­ნეტ­ში მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა "კა­დი­როვ­ცე­ბის" დამ­წვა­რი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და გაქ­ცე­უ­ლი ჩეჩ­ნუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, რაც კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რომ მათი "მა­ღა­ლი დო­ნის სამ­ხედ­რო წვრთნა და მომ­ზა­დე­ბა" სი­ნამ­დვი­ლე­ში მი­თია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ფსევ­დო­ნი­მე­ბით წერ­დნენ, "კა­დი­როვ­ცე­ბი" მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი, უია­რა­ღო ადა­მი­ა­ნე­ბის, პუ­ტი­ნი­სა და კა­დი­რო­ვის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გან­წყო­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პი­რის­პირ არი­ან ძლი­ე­რე­ბი"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ღუ­პა კა­დი­რო­ვის "მარ­ჯვე­ნა ხელი", მა­გო­მედ ტუ­შა­ე­ვი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, უკ­რა­ი­ნელ­მა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა მოკ­ლა. ის 141-ე მო­ტო­ზი­რე­ბუ­ლი პოლ­კის მე­თა­უ­რი იყო. რამ­ზან კა­დი­როვ­მა რამ­დე­ნი­მე მე­და­ლიც გა­დას­ცა და რაც მთა­ვა­რია, მუდ­მი­ვად აცხა­დებ­და, რომ "ტუ­შა­ე­ვი, მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი პირი იყო."
ცნო­ბის­თვის, მისი და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კარ­გა ხანს მა­ლავ­და ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი და მხო­ლოდ გვი­ან აღი­ა­რა. კა­დი­რო­ვი მუდ­მი­ვად აცხა­დებს, რომ "უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ათო­ბით ათა­სი მო­ხა­ლი­სე მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს." რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცელ­და მისი მი­მარ­თვა, სა­დაც პუ­ტინს ჰპირ­დე­ბა, რომ მისი ყვე­ლა ბრძა­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ტუ­შა­ე­ვის შემ­დეგ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ამ­ბობს, რომ ამ­ჯე­რად, უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი "მარ­ჯვე­ნა ხელი" ან­ზორ ბი­სა­ე­ვი გა­უშ­ვა, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნეთ­სა და ზო­გა­დად, რუ­სეთ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი ОМОН -ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბა­ტა­ლი­ონ "ახ­მატ-გროზ­ნის" მე­თა­უ­რია.
ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ჯერ კი­დევ ხელ­მი­საწ­ვდო­მია, სხვა­დას­ხვა პუბ­ლი­კა­ცი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი წერს:

"რუ­სე­თის ბო­უ­ჯე­ტი­დან ე.წ. სამ­ხედ­რო რე­ფორ­მებ­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვის, სამ­ხედ­რო გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის, კა­დი­რო­ვი­სა და მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბის ჯი­ბე­ში მი­დი­ო­და, მო­სახ­ლე­ო­ბას კი უტიფ­რად ატყუ­ებ­დნენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ჯარი გვყავს და მათი მომ­ზა­დე­ბის­თვის უამ­რა­ვი თან­ხა იხარ­ჯე­ბა, თუმ­ცა, ასე­თი შე­დე­გი დად­გა..."

"კა­დი­რო­ვის ხელ­ქვე­ი­თე­ბი, მა­გო­მედ ტუ­შა­ე­ვი, ჰუ­სე­ინ მე­ჯი­დო­ვი, ან­ზორ ბი­სა­ე­ვი და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გვარ­დი­ა­ში ირი­ცხე­ბი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, კა­დი­რო­ვის ბრძა­ნე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, აქამ­დე საჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო, პუ­ტინ­სა და მის გა­რე­მოც­ვას სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი აქვს. მათ გზავ­ნიდ­ნენ ისეთ საქ­მე­ებ­ზე, სა­დაც სამ­ხედ­რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შან­სი ნაკ­ლე­ბი იყო, ასე­ვე გა­წა­ფულ­ნი არი­ან აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვა­ში, არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბის აყ­ვა­ნა­ში, კერ­ძო პი­რებ­ზე ნა­დი­რო­ბა­ში, თუმ­ცა, ეს არ არის არ­მი­ის სახე", - წერს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ანა­ტო­ლი პას­ტუ­ხო­ვი.
ბი­სა­ე­ვი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, როსგვარ­დი­ის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის და­ნა­ყოფ­ში ირი­ცხე­ბო­და, თა­ვად კა­დი­როვ­მა 2019 წელს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მა­მა­ცის­თვის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. ადი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, - "რო­დე­საც საქ­მე პუტ­ნის ერ­თგუ­ლე­ბას ეხე­ბა, კა­დი­რო­ვი უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­საც ად­ვი­ლად წი­რავს, ასე რომ ტუ­შა­ე­ვის შემ­დეგ, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­საც კა­დი­რო­ვი კარ­გა ხანს მა­ლავ­და, ახლა ბი­სა­ე­ვის ჯერი დად­გა", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ტა­ტი­ა­ნა პო­ნო­მა­რე­ვა.

რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ჩე­ჩენ მე­ომ­რებს უკ­რა­ი­ნა­ში დამ­ხმა­რე ძა­ლის ფუნ­ქცია აქვთ.

"ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი იქ მხო­ლოდ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბის მიერ აღე­ბულ ობი­ექ­ტებს იცა­ვენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ შე­ტე­ვით სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში. შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი სა­ხის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მაგ­რამ ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის ფრონ­ტის წინა ხაზი", - ამ­ბობს ალექ­სან­დრე პე­რენ­ჯი­ე­ვი.

სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ექ­სპერ­ტის, აზად ისა­ზა­დეს მო­საზ­რე­ბით, ჩე­ჩენ სამ­ხედ­რო­ებს, უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში უფრო დი­ვერ­სი­უ­ლი და სა­დაზ­ვერ­ვო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვთ და არა თავ­დას­ხმის.

"არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში მათ შე­უძ­ლი­ათ და­ა­ზი­ა­ნონ, ან გა­წყვი­ტონ კო­მუ­ნი­კა­ცია, გა­მო­იწ­ვი­ონ პა­ნი­კა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­ში და თუ მი­ზანს მი­აღ­წი­ეს, ამის შემ­დეგ, მოქ­მე­დე­ბას იწყე­ბენ და შტურმ­ზე გა­და­დი­ან სხვა სამ­ხედ­რო­ე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გვარ­დია. მათ ასე­ვე ევა­ლე­ბათ, არ მის­ცენ ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვის უფ­ლე­ბა, რა­საც ასე­ვე ვერ აკე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ნა­წილს, ვინც მსა­ხუ­რობს ОМОН -ში, ცხა­დია, მო­უ­წევს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ასე­თი ბევ­რი არ არის", - ამ­ბობს ისა­ზა­დე kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში.