გასული წლის დეკემბერში კლუბი „შალკეს“ ხელმძღვანელობამ ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი ჰუბ სტევენსი გუნდის არადამაჯერებელი ასპარეზობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სტევენსის ადგილი გერმანელმა მწვრთნელმა იენს კელერმა დაიკავა. მის ხელში „შალკე“ წარმატებით ათამაშდა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების საგზურის მოპოვებასთან ახლოს იმყოფება.
საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ კელერი გუნდში დროებით იმყოფებოდა. ბუნდესლიგის მიმდინარე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „შალკე“ მიუნჰენის „ბაიერნის“ თავკაც იუპ ჰეინკესს უნდა ჩაებარებინა.
ცოტა ხნის წინ ჰეინკესმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ „ბაიერნში“ მუშაობის დასრულების შემდეგ დიდ ფეხბურთს საბოლოოდ დაემშვიდობება და „შალკეს“ უარი შეუთვალა.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Kicker” გაავრცელა ინფორმაცია, რომ იენს კელერი „შალკეს“ მთავარ მწვრთნელად უკვე ოფიციალურად დაინიშნა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბი ახალ სეზონს მისი ხელმძღვანელობით დაიწყებს.