ტვინის დაბერებისგან ვაშლი დაგიცავთ

ტვინის დაბერებისგან ვაშლი დაგიცავთ

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაშლსა და ვაშლის წვენს შეუძლია დაგვეხმაროს ხანდაზმულ ასაკში ნათელი გონების შენარჩუნებაში.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ვაშლის წვენში არსებულ ნივთიერებებს შეუძლიათ დაიცვას ტვინის უჯრედები ოქსიდანტური სტრესის ზეგავლენისგან, რაც შემდგომში იწვევს მეხსიერების დაკარგვას და ინტელექტის დაქვეითებას.

იმ თაგვებშიც კი, რომლებიც იღებდნენ საკვები ნივთიერებების არასაკმარის რაოდენობას, ვაშლის წვენის კონცენტრატი აკომპენსირებდა ამ ნაკლებობას.

თაგვების გონებრივი შესაძლებლობების ასაკობრივი გაუარესებისგან იცავდა კონცენტრატის დოზა, რომელიც 2-3 ჭიქა ვაშლის წვენის ან დღეში 2-4 ვაშლის ეკვივალენტური იყო.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ წვენის მსგავსი ზემოქმედება ამ ხილში ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობითაა განპირობებული. სხვა ექსპერიმენტებმა ასევე დაასაბუთა, რომ საქმე სწორედ ანტიოქსიდანტებშია და არა შაქარში ან სხვა საკვებ ნივთიერებებში, რომელსაც წვენი შეიცავს.