ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, უკანასკნელ 50 წელიწადში ადამიანის სიმაღლე, საშუალოდ ხუთი სანტიმეტრით გაიზარდა, მომავალში კი ის კიდევ 2,5 სანტიმეტრით გაიზრდება.
ტანთან შედარებით გაიზარდა ქალის ფეხების სიგრძე და ტერფების ზომაც. თუ დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ზომა 37-ია, მომავალში 39 გახდება.
ქალის სხეულის მოცულობა ყოველ 10 წელიწადში 2,5 სანტიმეტრით იზრდება. ასეთი ტემპით, 50 წლის შემდეგ საშუალოდ ქალის გარშემოწერილობა 12 სანტიმეტრით მოიმატებს. ე.ი. არამარტო ვიზრდებით, ვსუქდებით კიდეც.
1950 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ქალის გულმკერდის მოცულობა გადიდდა. ლონდონის ცნობილი უნივერმაღის „დებენჰემის“ სტატისტიკით, გასულ წელს 2002 წელთან შედარებით, 20 პროცენტით დიდი ზომის ბიუსტჰალტერები გაიყიდა.