რატომ გაიქცა აფხაზეთიდან

რატომ გაიქცა აფხაზეთიდან "რუსეთის ელჩი" - ვინ არის ალექსეი დვინიანი, რომელმაც ლავროვის უწყება გააბრაზა და რა სკანდალებთან ასოცირდებოდა სოხუმში ყოფნისას?

ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ე.წ. ელ­ჩის პოს­ტი და­ტო­ვა ალექ­სეი დვი­ნი­ან­მა. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან უკვე და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია აფხა­ზეთ­ში. მის ფუნ­ქცი­ას დრო­ე­ბით შე­ას­რუ­ლებს მისი მრჩე­ვე­ლი და თა­ნა­შემ­წე მაქ­სიმ ლიტ­ვი­ნო­ვი. ლავ­რო­ვის უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი მი­ზეზ­ზე, თუ რა­ტომ და­ტო­ვა ე.წ. დიპ­ლო­მატ­მა პოს­ტი.

დვი­ნი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2018 წლის მარ­ტში და­ი­ნიშ­ნა. მან რუსი დიპ­ლო­მა­ტი სე­მენ გრი­გო­რე­ვი შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ელ­ჩად თით­ქმის ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

Эхо Кавказа-სთან სა­უ­ბარ­ში დვი­ნი­ა­ნის შემ­ცვლე­ლი მაქ­სიმ ლიტ­ვი­ნო­ვი აცხა­დებს, რომ მას წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა გახ­და სე­მი­ო­ნო­ვის მოს­კოვ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზი. მხო­ლოდ ის იცის, რომ ეს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

"არ ვიცი, რო­დის უმ­თავ­რდე­ბო­და ელ­ჩო­ბის ვადა, ასე კონ­კრე­ტუ­ლად არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რას გა­და­წყვეტს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა... ელ­ჩე­ბის გა­დაყ­ვა­ნა-გა­და­ად­გი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ზოგს სხვა ქვე­ყა­ნა­ში უშ­ვე­ბენ, ზოგს და­საბ­რუ­ნებ­ლად პი­რა­დი მი­ზე­ზე­ბი აქვს. თუმ­ცა, დვი­ნი­ანს მსგავ­სი არა­ფე­რი უთ­ქვამს..." - ამ­ბობს ლიტ­ვი­ნო­ვი 54 წლის ელჩზე, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას 1989 წლი­დან ეწე­ვა. აფხა­ზე­თამ­დე, ის რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის მი­სი­ით გა­ე­რო­სა და ევ­რო­კავ­შირ­შიც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სო­ხუმ­ში ყოფ­ნი­სას დვი­ნი­ა­ნი იხ­სე­ნებ­და, რომ პირ­ვე­ლად აფხა­ზეთ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წლებ­ში, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩა­ვი­და და იქუ­ა­რო­ბით აღ­ფრთო­ვან­და.

"შემ­დეგ უკვე, 2006 წელს ვეს­ტუმ­რე მას და აღვფრ­თო­ვან­დი აქა­უ­რო­ბით. ამის შემ­დეგ, კვარ­ტალ­ში ერთხელ ჩა­მოვ­დი­ო­დი და ცოტა ხან­ში, ჩემი მე­ო­რე სახ­ლიც ვუ­წო­დე. მალე კი, ელ­ჩად დამ­ნიშ­ნეს... თუმ­ცა, მუ­შა­ო­ბის პირ­ველ თვე­ე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, შე­საძ­ლოა, იმი­ტო­მაც, რომ მა­ნამ­დე ელ­ჩად არას­დროს მი­მუ­შა­ვია... მე და ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, რომ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გაგ­ვე­ხა­და..." - წერს დვი­ნი­ა­ნი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ პოს­ტში.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მოს­კო­ვი­დან მის­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, რომ დვი­ა­ნი­ნის ელ­ჩო­ბის მი­სი­ის ვა­და­ზე ადრე შე­წყვე­ტა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"კერ­ძოდ, ეს რუ­სე­თის დუ­მის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს უკავ­შირ­დე­ბა. 19 სექ­ტემ­ბერს, აფხა­ზეთ­ში დრო­ე­ბით ან მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სე­თის დუ­მის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა ამას მათი მხრი­დან დიდი აქ­ტი­უ­რო­ბა არ მოჰ­ყო­ლია".

ე.წ. ელჩი რე­გი­ონ­ში ყოფ­ნის დროს არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. გა­სულ წელს, რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში რუსი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი ჩა­ვი­და, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რუსი ექი­მე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ. ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მო­კი­თხეს ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თე­მურ ვოზ­ბა. თუმ­ცა ამის შემ­დეგ, ბევ­რი არა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლა.

დვი­ნა­ი­ნი ირ­წმუ­ნე­ბი­და, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და მე­დი­ას­თან, რო­მე­ლიც სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვეტ­და... თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ მო­ხა­ლი­სე რუსი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­თა კომ­ფორ­ტუ­ლი და­ბი­ნა­ვე­ბა სა­ელ­ჩომ ვერ უზ­რუნლ­ყო, რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში, პი­რა­დი ხარ­ჯე­ბით დაბ­რუნ­და...

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა დვი­ნი­ა­ნის მუ­შა­ო­ბის გან­ხილ­ვი­სას წინა ელ­ჩის სე­მენ გრი­გო­რე­ვის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს, რო­მე­ლიც მათი თქმით შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო...

"აქ სა­ინ­ტე­რე­სოა წა­ვი­და თუ გა­უშ­ვეს... რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის კრიპ­ტო­სა­მო­თხის მო­წყო­ბა­ში, სწო­რედ მას მი­უ­ძღვის დიდი წვლი­ლი და რა ხდე­ბა, წილ­ში არ გა­იყ­ვა­ნეს?.. ფაქ­ტია, რომ შე­შის ფე­ჩე­ბი­სა და გა­ზის შე­მოყ­ვა­ნის თე­ო­რი­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის იმე­დით დაგვტო­ვა. ალ­ბათ საკ­მა­ოდ გა­ის­ქე­ლა ჯი­ბე­ე­ბი და თა­ვის მოს­კო­ვის თბილ ბი­ნა­ში დაბ­რუნ­და. რას ვი­ზამთ, ასე ექ­ცე­ვი­ან უპატ­რო­ნო ქვე­ყა­ნას" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რიმა კვი­ცი­ნია.

"მე არას­დროს მქო­ნია მას­თან გა­დაკ­ვე­თა, მაგ­რამ კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ვხვდე­ბი, რომ ის არა­ვის მოს­წონ­და. რა­ტომ?.. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ბიზ­ნეს­ში იყო? იქ­ნებ იმი­ტომ, რომ სომ­ხე­ბის აშ­კა­რა მხარ­დამ­ჭე­რი იყო?.. პრინ­ციპ­ში ან მას რა­ტომ უნდა მოვ­წო­ნე­ბო­დით, ზოგ­ჯერ პა­პუ­ა­სებ­საც კი ვას­წრებთ, ან ჩვენ რა­ტომ უნდა მოგ­ვწონ­დეს, რო­დე­საც მისი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თან გვა­ღა­ი­რებს, თან სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დათ­მო­ბას გვა­ი­ძუ­ლებს. რბი­ლი ძა­ლის პო­ლი­ტი­კის პი­რის­პირ ვმარ­ცხდე­ბით" - წერს კი­დევ ერთი აფხა­ზი.