„სააკაშვილი ცდილობს, ხელისუფლება მოდუნდეს და სასამართლოს ტრიბუნად გამოყენების საშუალება ჰქონდეს, შემდეგ კი სიტუაციას გაამწვავებს“

„სააკაშვილი ცდილობს, ხელისუფლება მოდუნდეს და სასამართლოს ტრიბუნად გამოყენების საშუალება ჰქონდეს, შემდეგ კი სიტუაციას გაამწვავებს“

მოქმედებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვა მისსავ წიანაღმდეგ? რატომ არა აქვს მესამე პრეზიდენტს სინანულის გრძნობა იმ მძიმე სისტემურ დანაშაულებებზე, რომელიც მისი მმართველობის დროს მოხდა?

მიხელ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მან საქართველოში იმ სახის რეფორმები გაატარა, ეს პატარა გადაცდომები ეპატიება. 2 დეკემბერს გამართულ პროცესზე სააკაშვილმა ქართველ ხალხს, გაზი, შუქი დაგებული ასფალტი და კიდევ სხვა გაკეთებული საქმეები უკვე მეორედ დააყვედრა. მან ასევე, ჩადენილი დანაშაული, მეორედ, ვანო მერაბიშვილს გადააბრალა, ხოლო ე.წ. პიჯაკების საქმეში ხელი ყოფილი ცოლისკენ, სანდრა რულოვსისკენ  გაიშვირა. რულოვს ამოფარებულმა სააკაშვილმა თითქოს სხვა კონტექსტში, მაგრამ მაინც თქვა, რომ თუ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში ის არის ბრალდებული, მაშინ ბრალი მის ყოფილ ცოლსაც უნდა წაუყენონ. მესამე პრეზიდენტმა ხალხს კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ გაათავისუფლონ და აქვე 250 ათასი კაცის დასაქმების პირობაც დადო.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ბოლო 4 წელიწადში, 9 მილიონამდე ლარი ძვირადღირებულ სასტუმროებში, კოსმეტიკურ და გასახდომ პროცედურებში, „შოპინგები“, მოდელების და მოცეკვავეების ვოიაჟებში ბიუჯეტიდან დახარჯა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტების საფუძველზე, პროკურატურა ბიუჯეტის თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილს, კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე ედავება. გამოძიების ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის ესთეტიკურ პროცედურებს, მოგზაურობას, პირადი ნივთების შეძენას და ოჯახის წვერების სამედიცინო თუ საგანმანათლებლო საჭიროებებს მოხმარდა.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 დეკემბერს წარმოთქმული სიტყვა წინა გამოსვლაზე უარესი იყო. სალუქვაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მისგან სხვა მოლოდინი არც უნდა ყოფილიყო, რადგან არც მას და არც მის პარტიას არასდროს გაუაზრებია ის უმძიმესი წარსული, რაც მოღვაწეობის პერიოდში ჩაიდინეს.

„მიხეილ სააკაშვილი სამყაროს აბსოლუტურად მოწყვეტილია და თავის სტიქიაშია. პირველ გამოსვლასთან შედარებით, მეორე გამოსვლის დროს გაცილებით მძიმე სურათი დავინახე. 29 ნოემბერს სასამართლო დარბაზში ცოტა თავშეკავებული იყო და ცდილობდა აკადემიურად მოქცეულიყო. ახლა კი ნელ-ნელა ნამდვილ სახეს აჩენს. პატიმარმა, რომელსაც 6 წელი აქვს მისჯილი, სასამართლო სხდომაზე პროტესტი გამოთქვა და ამბობს, რომ მას ბევრი დრო არა აქვს და მეორედ აღარ ალოდინონ. ამბობს, რომ ის რეგიონალური დონის პოლიტოკოსია, უკრაინაში თანამდებობაზეა და საქართველოში ყველაზე დიდი პარტიის პოლიტიკური ლიდერია. არადა მისი ადრე მიყვანა სწორედ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მოხდა. მისი მხარდამჭერები გარეთ იკრიბებიან და წინა სასამართლო სხდომის დროს როგორც მოიქცნენ, ვნახეთ. ამ კუთხით საკმაოდ მძიმე სურათი დავინახე. მიზეზს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. მან ძალიან ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილის ყველა გამოსვლა ორ ეპიზოდიანია. პირველ ნაწილში ის საუბარს საკუთარ მიღწევებზე იწყებს, შემდეგ საყვედურებზე გადადის და ამბობს, რომ ის ციხეში არ უნდა იჯდეს. ძირითადად, ამას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს. მეორე ნაწილში კი უკვე იმ ბრალდებებზე საუბრობს, რაზეც მას ასამართლებენ. აქაც ძირითადად ისრების გადატანას სხვებზე ცდილობს და უკვე მეორედ, ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა. ახლა კი ბრალდების ტვირთის გადანაწილება სანდრა რულოვსზეც სცადა. მართალია, სხვა კონტექსტში, მაგრამ მისი საქმეში გაყვანა მოინდომა.

„სააკაშვილი თავის საუბარში ძირითადად შუქს, გაზს და ყველაფერს გვაყვედრის. მეორე გამოსვლაში ტაქტიკა ცოტა შეცვალა და თქვა, რომ მადლობას არ ვითხოვო, მაგრამ მაინც დაყვედრება გამოუვიდა. მისი პასაჟის ადრესატი მეორე გამოსვლის დროსაც ხალხი იყო, რომელთაც მოუწოდებს, რომ გაათავისუფლონ. არადა ვხედავთ, რომ სასამართლოსთან არცთუ ბევრი ადამიანი მიდის. მის მიმართ წაყენებული ბრალდებები იმდენად ცხადი და უტყუარია, რომ მის მხარდამჭერებსაც კი სააკაშვილის უდანაშაულობაში ეჭვი ეპარებათ. ამომრჩევლის 10%-იც კი გარეთ არ გამოდის. 14 ოქტომბერსაც ხალხი რომ გარეთ გამოიყვანეს, ძალიან დიდი ფინანსური რესურსი დახარჯეს. ფაქტია ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ და საერთოდ ოპოზიციის მარგინალიზაცია მიდის. ამის მიზეზი კი შავი პიარი და ზიზღის კამპანიაა, რომელსაც ქართველი ხალხი აღარ იღებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფეისბუქ გვერდზე, რომელიც ენმ-ისაა, ნახოს პოსტს თავისუფლება მიშას რამდენი მოწონება აქვს. 187 მოწონება აქვს პარტიის ამ პოსტს, რომელსაც ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. სასამართლოსთანაც ამდენივე ადამიანი მიდის.

მისი გამოსვლის მთავარი დამნაშავე კი მერაბიშვილია. სააკაშვილმა მას საკუთარი დანაშაული უკვე მეორედ შეტენა. ერთ თქვა, რომ 7 ნოემბერს მეძინა და ყველაფერი მერე ტელევიზორით გავიგეო. არადა რუსთაველის გამზირზე სამი გასამხედროვებული სტურქტურა იყო გამოყვანილი. ჯარი, პოლიცია და სასჯელაღსრულების სპეცრაზმი. მათი გამოყვანა მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულებით ხდება. მეორე შემთხვევაში მერაბიშვილს ახლა 26 მაისის დარბევა გადააბრალა. ამიტომ სააკაშვილის წინააღმდეგ ორივე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გამოსვლები პოლიტიკურია და ის ცდილობს, თავისი შეხედულებების დისტრიბუცია მოახდინოს. ელაპარაკება არა სასამართლოს, არამედ - საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უნდა ახსნას ესა თუ ის ქმედებები. ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი თავს იცავს და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც იმის მოლოდინი არც არავის ჰქონდა, რომ თავზე ნაცარს წაიყრიდა.

„სამწუხაროდ ამ პროცესის პრობლემა უფრო ის არის, რომ ბრალდების მხარის სამართლებრივი არგუმენტები ძალიან სუსტად გამოიყურება. როდესაც მართლმსაჯულების მხარე აპელირებს ბოტოქსზე და აკავშირებს ამას 26 მაისის მოვლენებთან, რაც ცალკე დრამა იყო და ცალკე ბრალდების საკითხია, ეს იწვევს ბრალდების მხარის დისკრედიტირებას, რადგან ამ ორ საკითხს შორის პირდაპირი, სამართლებრივი კავშირი არ არის და ეს აღქმულია მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებში გადასვლად, რაც მართლმსაჯულების საქმე არ არის. მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილი სადისტია და მის მიერ შექმნილმა სისტემამ ხალხი აწამა, ვეღარ იგებენ მას მკერდით დახატული სურათის და ბოტოქსის გამო რატომ ასამართლებენ.

მის დროს სერიოზული დანაშაული თუ იყო ჩადენილი, ეს იყო სისტემური დანაშაული. სააკაშვილი თვითონ ხომ არ დარბოდა, ხომ არ სცემდა და აწამებდა ამ ხალხს?! ამ დანაშაულს სჩადიოდა სისტემა, მათ შორის - მოქმედი პროკურორები, პოლიციელები, მოსამართლეები. ამიტომ არის ეს საქმე მთლიანობაში ფარსი და ეს არის პრობლემა. ამით სარგებლობს და ყოველთვის ისარგებლებს სააკაშვილი. ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, რომ ის გამოვიდოდა და თავზე ნაცარს წაიყრიდა? პროკურატურა მას ეხმარება მაქსიმალურად“, - ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, სააკაშვილი ტრიბუნას მუდმივად გამოიყენებს. ის ახლა პოლიტიკურ პროცესში იმყოფება. მას გარკვეული გეგმები აქვს და მას მიჰყვება. რა გამოუვა ეს ცალკე საკითხია. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ასეთი გეგმა არ აქვს და ამ პროცესს მისდევს. რაღაცა პროცესში კი სააკაშვილი გამწვავებაზე წავა. ჯერჯერობით ხელისუფლების მოდუნებას ცდილობს. „ოცნებას“ საბაბს არ აძლევს, რომ ტრიბუნას ჩამოაშორონ. ამიტომ გარკვეულწილად ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის ჯერ თამაშობს, შემდეგ კი სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. ამისთვის კი ხელისუფლება მომზადებული უნდა იყოს.

 

Katana . ფოტოზე აღბეჭდილ, ბიჭურად თმაშეჭრილ, ყვითელთავიან ქალბატონს უკვე მერამდენედ ვხედავ მიშას მხარდამჭერ მიტინგებზე :)) არა ვარ დარწმუნებული, რომ წერა-კითხვის მცოდნეა, თორემ ვურჩევდი: ჯოხზე ჩამოკიდებული ამ რაღაც ნაყარ-ნუყარი სამოსის მაგივრად (მიშასთან და სასამართლოსთან რომ შეხება არა აქვს), აჯობებდა, დოქტორი დოტის ტრუსიკი დაგეჭირა ეგრე დროშასავით - დაგხატავდათ შენც და სიტუაციასაც!
1 თვის უკან
ლევკოთეა ,,პალიტრამედია"-ს ოფიციალური ხელშეკრულება აქვს მუცელთმეზღაპრე ხუხაშვილთან და ყოველ დრე გვჩრის ცხვირში, მაგრამ თქვენ ვიღა გაძალებთ?
1 თვის უკან
Katana გია ხუხაშვილი: "მის დროს სერიოზული დანაშაული თუ იყო ჩადენილი, ეს იყო სისტემური დანაშაული. სააკაშვილი თვითონ ხომ არ დარბოდა, ხომ არ სცემდა და აწამებდა ამ ხალხს?! ამ დანაშაულს სჩადიოდა სისტემა... ამიტომ არის ეს საქმე მთლიანობაში ფარსი და ეს არის პრობლემა."
?
მაგ შენი ლოგიკით, ნიურნბერგის პროცესიც ფარსი გამოდის: წაგიკითხავს სადმე, რომ ჰიტლერმა თავისი ხელით ააშენა რომელიმე ბანაკი, თვითონ იჭერდა შენს მოძმეებს და ყრიდა გაზის კამერებში?!
სისტემა!..
სისტემა სეტყვა არ არის, თავისით დაგაცვივდეს ციდან. ხოლო სარეველა თუ არის, სააკაშვილი უსხამდა წყალს იმ სარეველას, აყრიდა სასუქს (ანუ ორდენებით აჯილდოებდა ქარდავებს, მუხაძეებს, კოდუებს)... იმიტომ გალაღდა, ქვეყნის მასშტაბით გაიდგა ფესვები და იქცა სისტემად!
ამიტომ ზის საბრალდებო სკამზე ის მებაღე და შენი მცდელობა (ნიკა გვარამიასთან ტანდემში), როგორმე "გააპუსტიაკო" სააკაშვილის დანაშაულობანი, სრული ფიასკოთი დამთავრდება, ზუსტად ისევე, როგორც გეგონა, რომ მიშას პირველი გამოსვლა მხოლოდ პრელუდია იყო და მეორე გამოსვლისას წარღვნას დაატრიალებდა მაგ სასამართლოში!..
:)
1 თვის უკან