"მიშა მისივე მომხრეებმა გაწირეს"

"ოპოზიცია არასოდეს არ აანალიზებს­ საკუთარი მარცხის მიზეზებს, ცდილობს გაყალბებულად გამოაცხადოს არჩევნები და ააგოროს სამოქალაქო პროტესტი. თუმცა ყველაფერი ისევე დასრულდება, როგორც აქამდე დასრულებულა", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ რეალობას.

- ის, რაც დღეს ხდება, პოლიტიკური­ უკულტურობის ბრალია. როდესაც არ ითვალისწ­ი­ნებ ამომრჩევლის განწყობებს,­ არ იაზრებ, რატომ ხარ მიუღებელი ხალხის­ ძალ­იან დიდი ნაწილისთვის, ეს ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. არ ვამბობ, რომ ხელისუფლება შეცდომებს­ არ უშვებს, მაგრამ თუ გვს­ურს უკეთესი პოლიტიკური ძალა

მოვიდეს, ოპოზიციის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ­. ამ ოპოზიციისთვის არა აქვს მნიშვნელობა, მოიგებს თუ წააგებს, რქებით მიაწვება, გინდა თუ არა, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთო... მთავარი, რაც სურთ, დესტაბილიზაციაა, თუმცა ტყუილად აქვთ იმედი, მიზანს ვერ მიაღწევენ. მივესალმები "ოცნების" ინიციატივას, რომ დაპირისპირება გაიტანონ დღის წესრიგიდან და ისაუბრონ საჭირბოროტო საკითხებზე..

- სააკაშვილის ფაქტორი იძლევა საშუალებას, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი­ დაპირისპირების ფონზე აღარ იქმნებოდეს?

- ასეთი სიტუაცია მუდმივად ვერ გაგრძელდება. სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ისე იქცევიან, თითქოს გირგვლიანის საქმე­ არ არსებობდეს, ციხეში არავინ უწამებიათ, უტიფრად, შეურაცხმყოფელი კილოთი საუბრობენ, სად არის 26000 გაუპატიურებული­ ქართველი ვაჟკაციო. ესე იგი, ქართველების ვაჟკაცობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ?! სურთ გაუპატიურებული კაცები გამოვიდნენ და თქვან, გაგვაუპატიურესო?! ეს უტიფრობის პიკია.

- 6 ნოემბერს ჩატარებული აქცია რა შთაბეჭდილებას გიქმნით, პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?

- მათ აქციებს ძიძგილაობის მეტს ვერაფერს ვუწოდებთ. გააგრძელებენ პატარ-პატარა აქციებს, მაგრამ არავითარი მიზანი, არავითარი შედეგი... ვფიქრობ, მოვალეობას იხდიან თავიანთი კერპის წინაშე, ვითომ რაღაცას აკეთებენ. მეორე მხრივ, ნეგატიურ დღის წესრიგს ქმნიან. ეს ყველაფერი ყველას ყელში ამოგვივიდა...

- თქვენი აზრით, დაირღვა თუ არა სააკაშვილის უფლება, როდესაც მისი კვების ამსახველი ვიდეოფირი გასაჯაროვდა?

- როცა ქვეყნის აყირავებას ცდილობ სიცრუეზე დაფუძნებით, პასუხს მიიღებ. ჰოდა, გასაჯაროვდა სიმართლე. ოპოზიცია თავად არ ითხოვდა, კადრები თუ გაქვთ, გამოაქვეყნეთო?! თანაც­ საზოგადოებას, უკრაინას ეუბნებოდნენ, კვდება, კლავენ, აწამებენო. ჰოდა, გამოაქვეყნეს ვიდეო.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ საკვები დანამატების მიღება შიმშილობის პროტო­კოლში შედის.

- სიბნელეა ამის თქმა. ის, რასაც სააკაშვილი მიირთმევს, მაღალი ხარისხის საკვებია, რომლებიც ჩვილი ბავშვებისთვის გამოიყენება. წაიკითხეთ შემადგენლობა. ცალკე თემაა, პუტინის დავალებით კლავენ და აწამებენო. წამების ან შიმშილობით დასუსტებულის კვალი ვერ დავინახე, პუტინის ქვეყნის ძვირად ღირებული საბავშვო პიურეები კი ვიხილეთ.

- როგორ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილი­ მართლა თავისი სურვილით აგრძელებს შიმშილობას თუ მხარდამჭერების მძევალია?

- შეგახსენებთ, ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანი როგორ მოითხოვდა სააკაშვილისგან, ლუკმაც რომ შეჭამო, პოლიტიკური გვამი გახდებიო. ესე იგი, მათ სჭირდებათ მისგან მსხვერპლის გაღება. ასევე ვიღაცამ დააიმედა შემოპარულიყო. მიშა მისივე მომხრეებმა გაწირეს.

- რას ფიქრობთ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაზე, კამერების მეთვალყურეობაში მყოფ სააკაშვილს როგორ უნდა დაეგეგმა სახელმწიფო გადატრიალება?

- სააკაშვილი ხომ წერილებს წერს, ვინ უმოწმებს?! ამას გარდა, გავიხსენოთ ბათუმსა და ზუგდიდში "ნაციონალი" ლიდერების განცხადებები. არაფერსაც არ მალავენ. ბიბლიოთეკიდან გავრცელებული ჩანაწერებიც გავიხსენოთ. არც ეს უარყვეს. ერთია, აქვთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების რესურსი, და მეორე - მათი სურვილი და მცდელობა. რევოლუციური განწყობა მაშინ იქმნება, როდესაც ხალხს წინსვლის, უკეთესი მომავლის სურვილი უჩნდება. რევოლუციით წარსულში დაბრუნება მხოლოდ "ნაციონალების" სიახლეა. სიტყვა "რევოლუციას" ძალიან მალე გაცვეთენ. მათ ორი მიზანი აქვთ: მომხრეების მობილიზება­ და სახელმწიფო სტრუქტურების საბოტაჟი. იტყვიან, ბევ­რი ვართ რევოლუციის მომხრე და ყველა დაგვიჭირეთო. რამდენიმე დღის წინ უარესი მოწოდებაც გააკეთა ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ივანიშვილი ავიყვანოთ მძევლა­დო. ამის თქმა საპროტესტო აქციაზე კანონდარღვევაა... არ გვინდა ეს ხელისუფლებაც "ნაციონალების" გზით წავიდეს და ციხეები გადაავსოს, მაგრამ მაშინ შემაფერხებელი მექანიზმები უნდა გამოინახოს...