სიდედრისერთას ამბოხი

სიდედრისერთას ამბოხი

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციისთვის ჩამოვიდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის ერთადერთი მიზანი ბინძური პროვოკაცია, მათ შორის, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ციხეშია, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციაზე და პროცესების რადიკალიზაციაზე უარს არ ამბობს. ყოფილი ხელისუფლების სამიზნე ახლა სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი გახდა.

საფრთხე რეალურია. ოპოზიცია ცდილობს რეგიონებში შეიქმნას დაძაბულობის კერები. კერძოდ, ზუგდიდში შექმნან ანტისახელმწიფოებრივი დასაყრდენი, რაც საფუძველი იქნება ამბოხების განხორციელებისათვის. ქ. ზუგდიდი, თავისუფლების ქუჩა N24, ეს არის ის მისამართი, სადაც ყოფილი ძალოვნების ხელმძღვანელობით

გასაიდუმლოებული შეკრებები იმართება. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, როგორ მოძრაობენ და მართავენ ფარულ შეკრებებს ყოფილი ძალოვნები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკო მინაშვილი ხელმძღვანელობს.

„ქართული ოცნების“ წევრი, მერაბ ქვარაია for.ge-სთან სუბრისას აცხადებს, რომ ზუგდიდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ახალაიებისა და ქარდავას მეგობრები, მათი გასაიდუმლოებული შტაბის დავალებაა დესტაბილიზაციის, არეულობის შეტანა ყველა საარჩევნო უბანზე. როგორც ქვარაია ამბობს, პირველი ტურის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ზუგდიდში ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები.

„პირველი ტურის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ზუგდიდში ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები, ყველასთვის ნაცნობი ახალაიებისა და მეგის ქარდავას ახლო მეგობრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისატიკით. ისინი მხარდამჭერებზე, საარჩევნო კომისიის წევრებზე, საარჩევნო პროცესში ჩართულ ადამიანების მიმართ იჩენენ განსაკუთრებულ აგრესიულ მიდგომებს.

ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს დათა და ბაჩო ახალაიების ახლო მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკო მინაშვილი. ამ ჯგუფის საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული შტაბი მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩა ნომერ 24-ში, ეს არის ერთგვარი შავი გასაიდუმლოებული შტაბი, სადაც მიმდინარეობს მათი შეკრებები, ბუნებრივია, იქ სასიკეთო არაფერი იგეგმება.

ჩვენ ვეუბნებით ამ ადამიანებს პირდაპირ, არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობასაც კი და კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც ეცდება, ხელი შეუშალოს ჩვენი მუნიციპალიტეტის სტაბილურ და მშვიდ განვითარებას“, - აცხადებს მერაბ ქვარაია.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან მიღებული ინფორმაციებით, ამ შტაბის მთავარი დავალებაა დესტაბილიზაციისა და არეულობის შეტანა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე. რაც შეეხება ყოფილ ძალოვნებს, როგორც ქვარაია ამბობს, ესენი არიან სააკაშვილის რეჟიმის პოლიციელები, რომელთაც იცნობს ადგილობრივი მოსახლეობა და მათი სახელები ძირთადად დაკავშირებულია შიშთან, შანტაჟთან, მუქარასთან.

„ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ძირითადი სისასტიკე დაკავშირებული იყო ძალოვან სტრუქტურებზე და განსაკუთრებით ეს სამეგრელოში იგრძნობოდა. ძირითადად ესენი არიან ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები. მაგალითად, რუსლან შამახია, რომელსაც მთელი ზუგდიდი ხედავდა იარაღით როგორ მოძრაობდა არჩევნების დღეს სხვადასხვა უბნებში. ცალსახად, შეიძლება ითქვას, რომ მათგან სასიკეთო არაფერია მოსალოდნელი, თუმცა, ვერც არასასიკეთოს ვერაფერს ვერ შეძლებენ. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და არავის მისცემს ამის უფლებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მერაბ ქვარაიამ.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური ძალისთვის მსხვერპლი, ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ორიენტირებულია დესტაბილიზაციაზე, დაპირისპირებაზე, აჯანყების ორგანიზებაზე, რაზეც ინტენსიურად საუბრობენ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი დრამატიზებას არ ელოდება, მაგრამ ამბობს, რომ 30 ოქტომბერს ყველაზე რთული რეგიონი ზუგდიდი იქნება და ამას ადასტურებს ყველა მოცემულობა და ინფორმაცია, რომელიც არსებობს.

„ყველაზე ცხელი წერტილი იქნება ზუგდიდი და ყველაზე მეტად იქ გაუჭირდება გამარჯვება „ქართულ ოცნებას“. საბოლოო ჯამში, მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ექსცესების გარეშე ჩაივლის. ფაქტია, რომ აპირებენ ვითარების არევას. ზუგდიდი მოიაზრება ანტისახელმწიფოებრივი ამბოხის ბუდედ, მაგრამ არ გამოვა.

2012 წლიდან ერთი წუთით არ შეუწყვეტიათ ფიქრი ამბოხებაზე, მაგრამ ყველა მცდელობა იყო წარუმატებელი და ასე გაგრძელდება მომავალშიც. დღეს, საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც ასე ადვილად მოუწყობენ ამბოხებას. ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მცდელობები იქნება და ამას ვხედავთ, სიახლე ამაში არაფერია. ზუგდიდს მუდმივად იყენებენ ამბოხის მთავარ საყრდენად, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მცდელობა კრახით დასრულდება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ჩვენ გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის ხელწერა როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ოპოზიციაში, არის ძალადობა და მუდმივი ქაოსი.

„ის, რომ ძალოვნები კომენტარს არ აკეთებენ, ეს არ ნიშნავს, რომ არ მუშაობენ. ამ ვითარებაში ძალოვნების მხრიდან განცხადებების გაკეთება იქნება მდგომარეობის დაძაბვა. წყნარად მუშაობენ, თავიანთ საქმეს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუშვებენ მასობრივი არეულობის მოწყობას ზუგდიდში. თუ გამოჩნდება, რომ მინაშვილი კანონს არღვევს და დაკავშირებულია მასობრივ არეულობასთან, ამბოხებასთან და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან, რასაკვირველია, ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ქმედება. ზედმეტი დრამატიზება არ ღირს, მაგრამ ფაქტია და რეალურია საფრთხე იმისა, რომ ზუგდიდში შექმნან ანტისახელმწიფოებრივი დასაყრდენი ძალა, გარკვეული ამბოხების განხორციელებისთვის, მაგრამ ამის რესურსი არ აქვთ. თქვენ როგორ გგონიათ, აკო მინაშვილი რისი რევოლუციის მომწყობია? ეგ სიდედრისერთა, ეგ ჩვეულებრივი იდიოტი რისი რევოლუციის მომხდენია! აკო მინაშვილმა შტაბი კი არა, რაც უნდა ის შექმნას, მაგ საქმისგან იმთავითვე არაფერი არ გამოვა, მარტო იმიტომ, რომ იქ აკო მინაშვილია. როცა ასეთი კომიკური ფიგურა რაღაცა ამბოხებას აწყობს, აუცილებლად მთავდება კრახით. სიდედრისერთა სამეგრელოში „რევოლუციას“ აწყობს, მაგრამ არ გამოუვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ზუგდიდში ყოფილი ძალოვანების მობილიზაცია ერთ რამეს ადასტურებს - ეს არა არის საარჩევნო კამპანია, ეს არის მზადება ამბოხებისთვის, დაძაბულობისთვის და რევოლუციისთვის. მისი თქმით, ამ ვითარებაში ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და დადოს მასალები, სადაც ჩანს, როგორ მოძრაობენ ყოფილი ძალოვნები იარაღით.

„დღეს, ზუგდიდი არის ყველაზე სუსტი წერტილი, სადაც ოპოზიციას საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა აქვთ. მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, რეალობა ასეთია. ქვეყანაში, ყოველთვის ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ამიტომ, დროზე უნდა აღკვეთოს მოსალოდნელი დაპირისპირება, თუ რაიმე მართლა არის მოსალოდნელი. იცით, რომ სამეგრელოში, გარდა აბაშისა, ყველგან მეორე ტურია, ეს ხომ მეტყველებს ზოგად განწყობაზე. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია დაძაბულობას ქმნის, არა - ის, იბრძვის. თუ რაღაცას არაკანონიერს აკეთებს, მე ეს ინფორმაცია უნდა მივიღო ხელისუფლებისგან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

 

trampi სიდედრის ერთა კი არა....ეს სიდედროვიჩია სიდედროვიჩი .................
2 წლის უკან