ტრამპი: ზელენსკის მოუწევს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება - ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთისგან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ

ტრამპი: ზელენსკის მოუწევს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება - ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთისგან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იქნება, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ. ამიტომ, როგორც ჩანს, მე მომიწევს მათთან ერთად ერთ ოთახში ჯდომა, რადგან მათ არ შეუძლიათ ერთად ყოფნა, ზედმეტად ძლიერი სიძულვილია“, - აღნიშნა მან.

ამასთან, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთისგან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ.

ისინი [ევროპული ქვეყნები] ამაზე საუბრობენ, მაგრამ მათ ეს უნდა შეწყვიტონ“, - ხაზი გაუსვა ტრამპმა.