აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის უნდა იქნას გამოყენებული.
„მომდევნო სამი წელი ამ ასპექტში მნიშვნელოვანია. ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის, სწორი მიმართულების განსასაზღვრად უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.