ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური კორუფციის სუნი ასდის ყველაფერს ამას, რაც ხაზარაძე-გერმანიის საელჩოს შორის მიმდინარეობს

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური კორუფციის სუნი ასდის ყველაფერს ამას, რაც ხაზარაძე-გერმანიის საელჩოს შორის მიმდინარეობს

პოლიტიკური კორუფციის სუნი ასდის ყველაფერს ამას, რაც ხაზარაძე-გერმანიის საელჩოს შორის მიმდინარეობს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ამას ვერ დაარქმევ ტექნიკურ შეცდომას.

პოლიტიკური კორუფციის სუნი ასდის ყველაფერს ამას, რაც ხაზარაძე-გერმანიის საელჩოს შორის მიმდინარეობს. ხელშეკრულება წლების წინ ფაქტობრივად არსებობდა იმიტომ, რომ ელჩი ამ რეზიდენციაში 2022 წლიდან ცხოვრობდა. რა დიდი პოლიტიკოსობა, რა დიდი იურისტობა, რა გჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ამხელა ქონება, რომელიც მიქირავებული გაქვს გერმანიის საელჩოზე, ეს ქონება უნდა იყოს დეკლარირებული, რომ ეს ყველაფერი შესაბამისად უნდა იყოს ასახული საჯარო რეესტრში და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებებიც გადახდილი უნდა გქონდეს. ეს ყველაფერი არ იყო გაკეთებული. ამას ვერ დაარქმევ ტექნიკურ შეცდომას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.